Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერიის პოპულარული სოციალური პროგრამები-რომელ პროგრამას ითხოვენ ყველაზე ხშირად მოქალაქეები

თარიღი : 28-10-2019, 10:40 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახური მოსახლეობის დაავადებათა პრევენციის შემდგომი მკურნალობის ხელშეწყობისა და სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, 24 პროგრამას ახორციელებს. აქედან 2019 წელს სამსახურს 2 პროგრამა დაემატა. ერთია გადაუდებელი რეაგირების პროგრამა, რომელიც კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების დახმარებას ითვალიწინებს და მეორე, მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების ნულოვანი მხედველობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამა. აღნიშნული უსინათლო ადამიანების მომსახურებას ითვალისწინებს. იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge დაინტერესდა, აღნიშნული პროგრამებიდან რომელი სარგებლობს პოპულარობით და რომელზე ფიქსირდება დიდი მოთხოვნა მოქალაქეთა მხრიდან.

როგორც სააგენტოს მერიის სოციალურ სამსაუხრში განუცხადეს, აღნიშნულ 24 პროგრამაზე ბიუჯეტიდან 3 მილიონ 712 500 ლარია გამოყოფილი.

„წელს გადაუდებელი რეაგირების პროგრამის ფარგლებში მოგვმართა 91 ოჯახმა. ჩვენ შევქმენით სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ქუთაისის ვიცე-მერი, სოციალურ საკითხთა სამსახურისა და საბინაო სამსახურის ხელმძღვანელები, ასევე სოციალური მომსახურების სააგენტოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან. პირველ რიგში შევისწავლით ამ ოჯახების რეალურ მდგომარეობას. აღნიშნულ შემთხვევაში 91 ოჯახიდან დახმარება პროგრამული ბიუჯეტიდან 39 ოჯახს გაეწია. დანარჩენ ოჯახებს სწორედ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები დაეხმარნენ. ეს იყო კვებით, თბილი ტანსაცმლით თუ სხვა რამით უზრუნველყოფა,“-აცხადებს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე ფიქრია ხაჭაპურიძე.

როგორც გაირკვა, აღნიშნული სოციალური პროგრამებიდან ყველაზე მეტი მომართვიანობა სამედიცინო დახმარების პროგრამას აქვს, რომლითაც 2019 წლის მონაცემებით (ოქტომბრის თვის ჩათვლით) 2416-მა ბენეფიციარმა ისარგებლა. შემდეგ მოდის მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა, რომლითაც 516-მა ბენეფიციარმა ისარგებლა. ასევე უფასო მგზავრობის, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების და სხვა პროგრამები.

„სამედიცინო დახმარების პროგრამა სამედიცინო მომსახურების, დიაგნოზტიკის შემდგომი მკურნალობის თანადაფინანსების პრინციპს ემყარება. თუმცა ბენეფიციარი, რომელიც მოგვმართავს, აუცილებლად უნდა იყოს რეგისტრირებული და მცხოვრები ქუთაისში. ამასთან, სამედიცინო დახმარება სხვადასხვა კუთხით არის. მაგალითად, ოპერაციის თვალსაზრისით დახმარება შშმ პირებს, მარტოხელა დედებს, ძალადობის მსხვერპლებს და ა.შ გაეწევათ. დავამატეთ ქვეპროგრამაც, რომელიც სიმსივნით დაავადებულების დახმარებას გულისხმობს. ჩვენ მათ წელიწადში მრავალჯერადი მომართვის საფუძველზე 1500 ლარით ვეხმარებით.

ხშირი მომართვიანობა არის მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაზე. ამ პროგრამის ფარგლებში, მედიკამენტებით დახმარება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტირებულ 65 000-მდე სარეიტინგო ქულის ბენეფიციარებს გაეწევათ. მათ უნდა წარმოადგინონ ქულათა რაოდენობრივი მონაცემები და მხოლოდ ამის წარმოდგენის შემდეგ წელიწადში ერთხელ, 150 ლარის საგარანტიო ბარათით ვეხმარებით. დავამატეთ ახალი ქვეპროგრამაც ჰერცეპტინით (ძუძუს კიბო) დაავადებულ პირებთან დაკავშირებით. თითოეულზე არაუმეტეს 2 000 ლარის დახმარება გათვალისწინებული. ასეთ 9 ბენეფიციარს უკვე გაეწია დახმარება.

რაც შეეხება უფასო მგზავრობის პროგრამას, აღნიშნული ეხება მადლიერების სახლის ბენეფიციარებს, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის შედეგად შშმ პირებს, წითელი ჯვრის ხანდაზმულებს, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამებით მოსარგებლე დედებს და ა.შ. ასეთ უკვე 874 ადამიანს გაეწია დახმარება (2019 წლის მონაცემებით).

გვაქვს მრავალშვილიანი დედების დახმარების პროგრამაც. სულ გვყავს 556 მრავალშვილიანი ოჯახი, სექტემბრის ჩათვლით უკვე 1957 ადამიანს გაეწია დახმარება. წელს აქაც გაჩნდა ახალი ქვეპროგრამა, მრავალშვილიანი ოჯახების მიერ მიკრო და მცირე მეწარმეობის დაწყების, ან არსებულის გაფართოება -გადაიარაღების ხელშეწყობა /კონკურსის წესით შერჩეული პროექტების დაფინანსება-თანადაფინანსება. ამ პროგრამის ფარგლებში მრავალშვილიანმა დედებმა პროექტები წარმოადგინეს, გაიმარჯვა 7-მა, აქედან 2 ოჯახი სრულად, 5 კი ნაწილობრივ დაფინანსდა.

2019 წლიდან მოქმედებს მარტოხელა მშობელთა დახმარების პროგრამაც. დღევანდელი დღის ჩათვლით უკვე 32 ოჯახს გაეწია დახმარება.

გვაქვს ასევე ძალადობის მსხვერპლთა დახმარების პროგრამა. ამ პროგრამის ფარგლებში 4 ბენეფიციარი გვყავს.

ასევე, დღის ცენტრის ბენეფიციარებს ქუთაისის მერია ბავშვთა სოფელთან ერთად ეხმარება. ეს ბავშვები კვებითა და ჰიგიენური საშუალებებით უზრუნველყოფილები არიან.
გვაქვს კიდევ შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე სტუდენტთა მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც ქუთაისში არსებული ავტორიზირებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტების ფუნქციური დამოკიდებულების ხარისხის გაუმჯობესების და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას გულისხმობს. იმ სტუდენტებს, რომლებსაც უჭირთ გადაადგილება აქვთ დაფინანსება, მათ ტრანსპორტის ხარჯი თვეში 100 ლარის ოდენობით უნაზღაუდებათ. ასეთი 3 სტუდენტი გვყავს.

გვაქვს ასევე სხვა პროგრამებიც. მოქალაქეთა მოთხოვნების გათვალისწინებით წელსაც შესაძლებელია ახალი სერვისები დაემატოს,“- აცხადებს ფიქრია ხაჭაპურიძე.

ცნობისთვის, 2020 წლის ქუთაისის ბიუჯეტზე მუშაობა უკვე დაწყებულია. შესაძლებელია 2020 წლის ბიუჯეტში სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით რამდენიმე პროგრამა დაემატოს. ამისთვის 4 პროექტი უკვე მუშავდება. აღსანიშნავია ისიც, რომ სოციალური პროგრამები ყოველწლიურად იზრდება.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 878-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურმა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიის წარმომადგენლებს 9 თვის განმავლობაში გაწეული
სოციალურ პროგრამებზე ათვისებულ თანხებთან დაკავშირებით ინფორმაციას ჭიათურის გამგეობა ავრცელებს.

ამინდი