Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჭიათურის სოფლებში სამთავრობო პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები იმართება

თარიღი : 27-10-2019, 11:39 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
სამთავრობო პროგრამის "ღია დიალოგი“ ფარგლებში ჭიათურაში შეხვედრები გრძელდება.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა, ჭიათურის მაჟორიტარმა დეპუტატმა სულხან მახათაძემ, ჭიათურის საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე ციცქიშვილმა და მერიის სამსახურების უფროსებმა ჭიათურის სოფლებში მორიგი შეხვედრები გამართეს.

ხელისუფლების წარმომადგენლები მორძგვეთის, ნავარძეთის, კაცხისა და ჯვარი ეწერის მოსახლეობას დაგეგმილ პროექტებზე და ჭიათურის განვითარების სამომავლო პერსპექტივებზე ესაუბრნენ.

ადგილობრივებმა ყურადღება გაამახვილეს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, კერძოდ, გაზიფიცირებაზე, საბავშვო ბაღის მშენებლობაზე, შიდა საუბნო გზის მოწესრიგებაზე, წყალმომარაგების ქსელის გაუმჯობესებასა და საშეშე მერქანით სარგებლობაზე.

მოსახლეობასთან ღია შეხვედრების ფორმატში შეხვედრები ჭიათურის სოფლებში ხვალაც გაგრძელდება.


ნანახია: 277-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მერი მოქალაქეთა მიღებას მერიის შენობის ნაცვლად, ჭიათურის სოფლებში ახორციელებს.

ამინდი