Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია მიმდინარეობს

თარიღი : 27-10-2019, 11:31 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისის ილია ჭავჭავაძის საჯარო ბიბლიოთეკაში მე-11 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა. აღნიშნული კონფერენცია ბიბლიოთეკის საავტორო-ეროვნული პროექტია. კონფერენციაში, რომელიც ქართველ საზოგადო მოღვაწეს, მწერალსა და მთარგმნელს, ივანე მაჩაბელს ეძღვნება, წელს 40-მდე ქართველი მეცნიერი მონაწილეობს.

„2009 წელს  დავაფუძნეთ ეს კონფერენცია, იმჟამინდელმა დირექტორმა მერაბ გვაზავამ, პროფესორმა ტარიელ ფუტკარაძემ და ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ მეც. შარშან საიუბილეო თარიღი გვქონდა, 10 წლის გავხდით. წელს მეთერთმეტედ გავხსენით. ჩატარდა პირველი პლენარული სხდომა. ამჟამად მუშაობს ორი სექცია. დღეს კი პლენარული და შემაჯამებელი სხდომები გვექნება. ჩვენი კონფერენცია მესამე წელია თემატურია. შარშან  ეძღვნებოდა ქუთაისს, რადგან საიუბილეო კონფერენცია იყო. შარშანწინ სვანეთს, წელს კი  კონფერენციის თემა ქართლია. ზოგადად ვუძღვნით საზოგადო მოღვაწეს, მწერალსა და მთარგმნელს ივანე მაჩაბელს. სპეციფიკური თემატიკის გამო, წელს პირველად მხოლოდ ქართველი მკვლევარები იღებენ მონაწილეობას,"-აცხადებს ქუთაისის ილია ჭავჭავაძის ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე რიტა წაქაძე.

ორდღიანი კონფერენცია დღეს დასრულდება.


ნანახია: 675-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის ორგანიზებით მეშვიდე საერთაშორისო სამეცნერო კონფერენცია ტარდება.
კონფერენცია ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ და კულტურის მინისტრის მოადგილემ, ლევან ხარატიშვილმა გახსნეს.
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
კონფერენცია, კონფერენცია, რომელშიც უცხოეთისა და საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები მონაწილეობენ,
კონფერენცია აკადემიკოს დიმიტრი უზნაძის დაბადების 130 წლისთავს მიეძღვნა.
კონფერენციაში მონაწილეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 200 -მდე მოსწავლემ მიიღო.

ამინდი