Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იუსტიციის მინისტრმა ტყიბულის მოსახლეობას 'ტყიბულქალაქობა' საზოგადოებრივი ცენტრის გახსნით მიულოცა

თარიღი : 26-10-2019, 14:07 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
იუსტიციის მინისტრმა 67-ე საზოგადოებრივი ცენტრი ტყიბულში გახსნა. თეა წულუკიანმა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას სახალხო დღესასწაული „ტყიბულქალაქობა“ და საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა ერთად მიულოცა.

როგორც ვიცე - პრემიერმა აღნიშნა, მომდევნო დღეებში საზოგადოებრივი ცენტრები ხულოსა და ქედაშიც გაიხსნება.

გახსნის საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ თერჯოლა-ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე ტყიბულის თვითმმართველობის წევრები, მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი მოსახლეობა.

ახალგახსნილი საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურებით ტყიბულის და მისი მიმდებარე 11 სოფლის 24 ათასზე მეტი მცხოვრები ისარგებლებს.

იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრები ადგილობრივთა საჭიროებებზეა ორიენტირებული. მომხმარებელი ადგილზე 200-ზე მეტი სახელმწიფო და კერძო სერვისით ისარგებლებს.
ტყიბულის საზოგადოებრივი ცენტრი იმერეთის რეგიონში რიგით მეთხუთმეტეა.

67-ე საზოგადოებრივი ცენტრის გახსნის ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ კონცერტი გაიმართა.

მიმდინარე წლის ბოლომდე 8 საზოგადოებრივი ცენტრის გახსნაა დაგეგმილი, კერძოდ: ქედაში, ხულოში, ამბროლაურში, დუშეთში, ცაგერში, თეთრიწყაროში, ჭრებალოსა და ყაჩაღანში.


ნანახია: 533-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურებით სოფელ უსახელოს მოსახლეობის გარდა: მერევის, გუნდაეთის, მეჩხეთურის, ყირაულსას, ქბილარის,
რიგით ოცდამეცხრე, ახლად აშენებული საზოგადოებრივი ცენტრი საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ცნობილი მთამსვლელების
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება, სოფლიდან გაუსვლელად
საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურებით ზეინდრის მოსახლეობასთან ერთად სოფლების − ამაღლების, ინაშაურის, გორასა და ზედა გორას,

ამინდი