Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ადგილობრივი ხელისუფლება დაგვპირდა დახმარებას, იმერეთის რაიონებში ტურნეები გვინდა,'- ქუთაისის ნიღბების თეატრის სამომავლო გეგმები

თარიღი : 26-10-2019, 11:38 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის ნიღბების თეატრმა 31-ე სეზონი პრემიერით გახსნა. მაყურებელმა თეატრის სცენაზე სპექტაკლი „ბურატინო“ იხილა. ნიღბების თეატრის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დათო ჯიშკარიანმა იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge -თან ისაუბრა. სამომავლოდ თეატრის დასი რეგიონებში გასვლით ტურნეს გამართავს.

„სეზონი გავხსენით პრემიერით. წარმოვადგინეთ „ბურატინო“. ბევრი მაყურებელი გვესწრებოდა, როგორც ქუთაისიდან, ასევე რეგიონებიდან. წარმატებით ჩაიარა ყველაფერმა. სიახლეები ნამდვილად გვაქვს. ჩვენი დიდი სურვილია, რომ იმერეთის რაიონებში ტურნეები ჩავატაროთ ქუთაისის მერიისა და გუბერნიის შუამდგომლობით. თვითმმართველობის წარმომადგენლებთან გვქონდა უკვე მოლაპარაკება და დაგვპირდნენ დახმარებას. იმედია რეგიონების შემდეგ სხვადასხვა ქალაქსაც ვეწვევით. ეს სამომავლოდაა დაგეგმილი. მანამდე კი ახალი პრემიერისთვის-„სალამურას თავგადასავლისთვის“ ვემზადებით,“- აცხადებს დათო ჯიშკარიანი.

ცნობისთვის, ნიღბების თეატრი უკვე 31 წელია ქუთაისში სპექტაკლებს მართავს. 

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 828-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კოტე აბაშიძემ თავისი სიტყვა მისალმებით დაიწყო, თუმცა ქუთაისის ნაცვლად, დედაქალაქს მიესალმა.
ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრმა 49-ე სეზონი დახურა.

ამინდი