Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ავტოსაგზაო შემთხვევა საირმის გზაზე-არიან დაშავებულები

თარიღი : 25-10-2019, 19:31 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ავტოსაგზაო შემთხვევა ბაღდათში _ საირმის გზაზე მიმავალი სამგზავრო მარშუტი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა. შემთხვევა დღეს, შუადღის საათებში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მარშუტს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ტრენინგზე მიჰყავდა. ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

"გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა სამარშუტო ავტობუსი და გადაბრუნდა. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, აქედან 6 სავადმყოფოშია, მაგრამ მათაც მალევე გაწერენ. მოტეხილობა არ აქვთ. მსუბუქი დაზიანებებითა და დაჟეჟილობებით არიან შეყვანილები საავადმყოფოში.

ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276_ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია"-აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.


ნანახია: 1380-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დაშავებულია სატვირთო მანქანის მძღოლი.
ავტოსაგზაო შემთხვევა თერჯოლა-ზესტაფონის გზაზე მოხდა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 276–ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯარიმას ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას
მანქანაქში მყოფი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ერთი პირი კი დაშავდა.

ამინდი