Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ჯორჯიან მანგანეზმა’ მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან ჭიათურის ცენტრალურ უბნებში მადნის სატვირთო მანქანებით გადაზიდვის პრაქტიკა აღკვეთა, რაც ქალაქის დამტვერიანებას იწვევდა’

თარიღი : 25-10-2019, 17:13 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ჭიათურაში ეკოლოგიური ვითარების გაუმჯობესებაზე ზრუნვის ფარგლებში, “ჯორჯიან მანგანეზმა” ტექნიკურ გადაიარაღებაში კიდევ ერთი მსხვილი ინვესტიცია განახორციელა,- ინფორმაციას ამის შესახებ თავად კომპანია ავრცელებს.

ინფორმაციის მიხედვით, კომპანიამ ახალი თაობის TEM-2 და TEM-2-U ტიპის, 814 ცხენის ძალის მქონე ორი თბომავალი შეიძინა. მაღაროებში მოპოვებული მადანი, თბომავლების მეშვეობით შემკრებ მოედანზე გადაიზიდება, საიდანაც მისი ტრანსპორტირება ზესტაფონისა და სხვა გადამამუშავებელი ქარხნებისკენ ელმავლების საშუალებით მოხდება.

"ამ სქემით “ჯორჯიან მანგანეზმა” მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან ჭიათურის ცენტრალურ უბნებში მადნის სატვირთო მანქანებით გადაზიდვის პრაქტიკა აღკვეთა, რაც ქალაქის დამტვერიანებას იწვევდა. გარდა ამისა, “ჯორჯიან მანგანეზმა უახლესი ევროპული ტექნიკით აღჭურვა ჭიათურის დასუფთავების სამსახური, რამაც ქალაქში სისუფთავე უნდა უზრუნველყოს.

თბომავლების მომწოდებელ კომპანიასა და „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციას შორის მოლაპარაკება სამი თვე გაგრძელდა და საბოლოო შეთანხმებით დასრულდა, - თბომავლები საქართველოში უახლოეს მომავალში ჩამოვა.

ამ ეტაპზე, „ჯორჯიან მანგანეზის“ სარგებლობაში დიზელის საწვავზე მომუშავე სამი თბომავალი ირიცხება. ორი კომპანიის საკუთრებაა, ერთი კი საქართველოს რკინიგზას ეკუთვნის, თუმცა, ქირავნობის საფუძველზე, დროებით „ჯორჯიან მანგანეზის“ სარგებლობაშია. მათგან ერთ-ერთი თბომავალი, რომელიც დაახლოებით 80-იან წლებშია შეძენილი, მოძველდა და კაპიტალურ შეკეთება-განახლებას საჭიროებს. კომპანიამ ტექნიკური რესურსის განახლების გადაწყვეტილება სწორედ ამიტომ მიიღო.

მინდა, აღვნიშნო, რომ შეძენილი თბომავლები სრულად პასუხობს სარკინიგზო გადაადგილებისთვის კომპანიის მიერ დასახულ ამოცანებს, და მათი ტექნიკური ინსპექტირებაც წარმატებით განხორციელდა“,- განაცხადა „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციულმა დირექტორმა თემურ ხონელიამ.


ნანახია: 88-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხანძრის ჩაქრობის პროცესში კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ საკუთრებაში არსებული სახანძრო ავტომანქანა და კომპანიის 4
ადგილობრივების თქმით, კომპანია ჯორჯიან მანგანეზის საქმიანობის გამო, მუნიციპალიტეტში ცხოვრება შეუძლებელია.

ამინდი