Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში მარტოხელა, უსინათლო, სოციალურად დაუცველ ქალბატონს საკუთარი სახლიდან ასახლებენ

თარიღი : 28-08-2013, 13:15 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ლესელიძის ქუჩა #100–ში მცხოვრები სოციალურად დაუცველი სულიკო ალავიძე საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლეობას ყოველდღე ელოდება. როგორც ის ტოპნიუსთან საუბრისას ჰყვება, მასთან ერთი წლის წინ, ოჯახის ახლობელი მივიდა და უთხრა, რომ მის დასახმარებლად საბუთებს აგროვებდა და მისი ხელმოწერა იყო საჭირო, რაზეც უსინათლო ქალბატონმა ხელი მოაწერა. ქალბატონის თქმით,როგორც შემდეგ მისთვის გახდა ცნობილი, ნათესავმა მას მისი საკუთარი სახლის ბანკში იპოთეკით ჩადებაზე მოაწერინა ხელი.
“6 000 დოლარი აიღო ბანკში, როცა ეს სახლი ჩემს და უკითხავად იპოთეტიკით დატვირთა. შემდეგ იმის გამო, რომ მან ეს თანხა ვერ გადაიხადა ბანკმა აუქციონზე 12 000 ლარად გაყიდა. ახლა კიდე, ყოველდღე მოდის სახლის პატრონი და მეუბნება, რომ სახლი უნდა დავტოვო. არსად წასავლელი არ მაქვს. ოთხი შვილი მყავს მკვდარი. არავინ სხვა მე არ გამაჩნია, ორივე თვალით უსინათლო და სოციალურად დაუცველი ვარ, სად უნდა წავიდე მითხარით?”– ამბობს სულიკო ალავიძე.
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კოტე ლომიძემ, სოცილურად დაუცველი ქალბატონი დღეს მოინახულა.მისი თქმით ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ოჯახს დაეხმარონ.
“ოჯახს აუცილებლად დავეხმარებით ერთჯერადი ფინანსური დახმარებით, ასევე მას მივცემთ წამლების ვაუჩერს და ჩვენი იურისტები დაეხმარებიან, რომ გამოიძიონ, რა მოხდა რეალურად და იყო, თუ არა ეს მართლაც ნათესავის მხრიდან შემუშავებული თაღლითური სქემა,”– განაცხადა ლომიძემ.


ნანახია: 3940-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სოციალურად დაუცველი მაკარიძეების ოჯახის მონახულების შემდეგ, მურღულიამ სოციალურ სამსახურს დაავალა, რომ უახლოეს დღეებში მათი
აღსრულების პოლიციას ბარიკადები აქვს სახლთან გაკეთებული და ძალის გამოყენებით ცდილობენ, გამოასახლონ სოციალურად დაუცველი ოჯახი,
ოჯახის წევრთა თქმით, მათ 3 მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავთ და წასასვლელი არსად აქვთ.
ქუთაისში, აღამაშენებლის ქუჩაზე მცხოვრები 87 წლის მამაკაცი შიმშილით გარდაიცვალა. როგორც ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა
მიმდინარე წლის 17 ივნისს, ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება.
სოფელ წითელხევში მცხოვრები ამირან ლილუაშვილის თქმით, მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღეა გადაუღებლად წვიმს, გუშინ კი, წვიმას ძლიერი

ამინდი