Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში ორი სკოლის მოსწავლეებს სწავლა შაბათობითაც მოუწევთ

თარიღი : 24-10-2019, 14:32 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის N1 საჯარო სკოლასა და  ანდრია რაზმაძის სახელობის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში 26 ოქტომბრიდან, სასწავლო პროცესი ორი კვირით შეწყდება. მიზეზი მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების გამოცდის ჩატარებაა. გაცდენილი სასწავლო დღეები კი სკოლების მიერ შერჩეული გრაფიკით, კანონმდებლობის შესაბამისად ანაზღაურდება.

„ჩვენს სკოლაში ორშაბათიდან სასწავლო პროცესი ორი კვირით შეწყდება და 11 ნოემბერს განახლდება. გავდივართ ორ კვირიან დამატებით არდადეგებზე იმის გამო, რომ საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა კომპეტენციის დასადასტურებელ გამოცდებს ატარებს. პირველი სკოლა მოგეხსენებათ, საგამოცდო ცენტრია, ამიტომ ამ საკეთილდღეო საქმეს უნდა შევუწყოთ ხელი. მსგავსს პოზიციაზეა ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლაც. გაცდენილი დღეები (10 დღე გამოდის) ანაზღაურდება წლის განმავლობაში შაბათების ხარჯზე. სასწავლო დღეების ხანგრძლივობა და რაოდენობა რაც გვეკუთვნის, ზუსტად იქნება დაცული, რომ მოსწავლეებმა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგაკვეთილო საათების რაოდენობა სრულად შეასრულონ,“- აცხადებს სსიპ აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის N1 საჯარო სკოლის დირექტორი სალომე სარალიძე.

ცნობისთვის, 2019 წლის ნოემბერში დაგეგმილია მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების გამოცდის/ტესტირების ჩატარება. სწორედ ამ მიზნით, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ, საქართველოს მასშტაბით, განსაზღვრულია 12 საჯარო სკოლა, სადაც უზრუნველყოფილი იქნება წინამოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება და ასევე, გამოცდის/ტესტირების შეუფერხებლად ჩატარება.

სასწავლო პროცესი აღნიშნულ 12 სკოლაში 11 ნოემბერს განახლდება.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 607-ჯერ

მსგავსი სიახლეები
წყალტუბოს 5 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა. სამტრედიაში სასწავლო პროცესი კი, ქვედა გომში შეწყდა.
ქუთაისის საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო პროცესი განახლდა.
ამჟამად, ქუთაისის სკოლების 133 მასწავლებელი გადის აღნიშნულ ტრენინგს.
ქუთაისის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა.

ამინდი