Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ქუთაისში ჩამოსული ტურისტი არ უნდა დადიოდეს დაბნეული, მას მხოლოდ მშრალი ბუკლეტები არ უნდა ჰქონდეს,'-რატომ კარგავს ქალაქი ტურისტებს და რას სთავაზობენ მერიას

თარიღი : 24-10-2019, 12:43 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ტურიზმის გამოწვევები და შემაფერხებელი ფაქტორები-აღნიშნულ თემაზე ქუთაისში დისკუსია გაიმართა. შეხვედრაზე ქუთაისში მოქმედმა ტუროპერატორებმა, მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ასევე საკითხით დაინტერესებული პირებმა იმ ფაქტორებზე ისაუბრეს, რაც ქალაქსა და   რაიონებში ტურისტული პოტენციალის ეფექტურად წარმოჩენას უშლის ხელს.

“ახალგაზრდა გიდების ასოციაციის“ თავმჯდომარის ლაშა ბერეკაშვილის თქმით,  ქალაქს არ გააჩნია ტურიზმის განვითარების მკვეთრი და ეფექტური  სტრატეგია. მისივე თქმით, მერია არასაკმარისად აკეთებს ქალაქის რეკლამირებას და საჭიროა ტურისტული ატრაქციების თანამედროვე მეთოდებით პოპულარიზაციას. 

„ჩვენ განვიხილეთ თითქმის ყველა ის საკითხი, რაც ქუთაისსა და იმერეთში ტურიზმის შემაფერხებელ ფაქტორებს ეხება. აღნიშნული საკითხებიდან გამოვყოფდი ტურისტული მარშუტების ელექტრონულ ვერსიებს, რომელიც მუნიციპალიტეტის ტურისტულმა განყოფილებებმა უნდა შექმნან იმისთვის, რომ ქუთაისში ან წყალტუბოში ტურისტი რომ ჩამოვა და მოისურვებს ვთქვათ, ტყიბულში ჩასვლას, ტყიბულის მუნიციპლიტეტის ტურიზმის განყოფილებას უკვე უნდა ჰქონდეს სხვადასხვა მარშუტები დამუშავებული ელექტონულად. ტურისტს უნდა შეეძლოს ჩამოტვირთოს აპლიკაცია საკუთარ მობილურში და თვითონ გაიაროს ეს ტურისტული მარშუტები. იქნება ეს ბუნების ძეგლი, ეკლესია, ჩაის მეურნეობა, ღვინის მარანი თუ სხვა. ამ ყველაფერს ტურისტი თვითონ მოივლის, ოღონდ გაყვება უკვე შედგენილ ტურისტულ მარშუტს. ეს უნდა გააკეთონ თვითონ ტურისტულმა ცენტრებმა, რომლებსაც ამის რესურსი აქვთ. უბრალოდ სჭირდება მათი ნება. ქუთაისში ჩამოსული ტურისტი არ უნდა დადიოდეს დაბნეული, მას მხოლოდ მშრალი ბუკლეტები არ უნდა ჰქონდეს, სწრაფი გადაადგილებისთვის პრობლემები არ უნდა შეექმნას. სწორედ ამიტომ ტოვებს ქუთაისს ბევრი ტურისტი და მიდის ბათუმსა და მესტიაში. ამით ჩვენ ტურისტებს ვკარგავთ.

შემდეგი საკითხი იყო გამოფენების თემა. მაგალითად ქუთაისიდან, წყალტუბოდან ან სხვადასხვა ქალაქებიდან გამოფენებზე რომ დადიან საზღვარგარეთ, პირველ რიგში, უნდა შეარჩიონ ის ქალაქები, სადაც ქუთაისს პირდაპირი ფრენები აქვს. სწორედ ამ ქალაქებისკენ უნდა მიმართონ დრო და რესურსი. გარდა ამისა, ჩვენ საზღვარგარეთ გვყავს ემიგრანტები, სწორედ ამ ხალხისგან სხვადასხვა კონკურსებით უნდა შევქმნათ კადრები. ისინი დადგებიან სხვადასხვა გამოფენების სტენდთან და წარადგენენ იმერეთსა და ქუთაისს. ეს ხალხი იქ წლებია ცხოვრობს, აქვს კონტაქტები იქაურ ტურისტულ სააგენტოებთან, ხალხთან, იქაური ენა ესმის და ჩვენს ქვეყანას გაუწევენ პოპულარიზაციას. ანუ ემიგრაციასაც შემოვაბრუნებდით ჩვენკენ და ხარჯებსაც დავზოგავდით. რადგან, როცა ტურიზმის ცენტრიდან მიდის თანამშრომელი ბილეთის, სასტუმროს, გადაადგილების, კვების, მივლინების თანხები მას სჭირდება, სწორედ ამ თანხებს დავზოგავდით და აღნიშნულს საზღვარგარეთ მყოფ ემიგრანტებს გადავუხდიდით. ამით შევძლებდით, რაც შეიძლება მეტ გამოფენაზე ვიყოთ წარმოდგენილი.

გარდა ამისა, ქუთაისი და იმერეთი ფოტორეკლამით არ არის წარმოდგენილი. ამის ლობირებაა საჭირო. კიდევ არაერთი პრობლემაა, თუმცა შეხვედრაზე გვითხრეს, რომ ახალი ატრაქციების შექმნა თანხებთანაა დაკავშირებული, ჯერჯერობით კი ამ ეტაპზე მხოლოდ ინფრასტრუქტურა წესრიგდება, ამიტომ ამ საკითხის მოგვარებას ახლო მომავალში არ ველოდებით. ამასთან, შეხვედრაზე აქცენტი ძირითადად გადატანილი იყო ახალი ავტობუსების შემოყვანასა და აეროპორტთან დაკავშირებაზე. მივესალმები, პოზიტიურია ნამდვილად, თუმცა გული მწყდება რომ ტურიზმის განვითარების შემაფერხებელ ფაქტორებს ან ჯერ როგორც პრობლემას ვერ ხედავენ ან რაც დღეს მოისმინეს შეხვედრაზე, მათთვის სიახლე იყო და შეიძლება მომავალში გაითვალისწინონ,"- აცხადებს ლაშა ბერეკაშვილი Topnews.com.ge-თან საუბარში.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 732-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საქართველოში ყველაზე დიდი ტურისტული ცენტრი ქუთაისში 2 მაისს გაიხსნა. ცენტრი ტურისტებს ყველა იმ სერვისის მიღებას სთავაზობს, რაც

ამინდი