Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

დასავლეთ საქართთველოში მომუშავე უფლებადამცველები იუსტიციის მინისტრს ქუთაისის ციხის დირექტორად თავიანთ კანდიდატს სთავაზობენ

თარიღი : 24-10-2019, 12:25 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მე-2 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე დასავლეთ საქართველოში მომუშავე ადვოკატები, უფლებადამცველები და არასამთავრობო სექტორის დიდი ნაწილი, ჯანო გრძელიძის დანიშვნას ითხოვს. მათ პეტიცია უკვე შეადგინეს და ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყეს. ისინი იუსტიციის მინისტრს, ქუთაისის მეორე ციხის დირექტორის პოსტზე სწორედ ჯანო გრძელიძის კანდიდატურას სთავაზობენ, რომელიც ამჟამად ციხის რეჟიმის უფროსი ინსპექტორია.

„ჯანო გრძელიძე არის პიროვნება, რომელსაც აქვს დიპლომატიის და ადამიანთან ურთიერთობის უნარი. აქვს ცხოვრებისეული გამოცდილებაც. ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი სრულყოფილად აკმაყოფილებს (უხეშად რომ ვთქვათ) იმ სტანდარტებს, რაც უნდა ჰქონდეს ნებისმიერ ადამიანს, როგორც საჯარო სამსახურში მომუშავეს, ისე ნებისმერ განათლებულ ადამიანს, რომელიც აპრობირებულია მხოლოდ სახელმწიფოებრივი აზროვნებით. მართლა ძალიან მაგარი პიროვნებაა. მე არ მალაპარაკებს სუბიექტური დამოკიდებულება, მე მას ვიცნობ მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების გამო. რასაც ვუყურებ, არის მოწესრიგებული, განათლებული, გუნდური მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილების მქონე. მოკლედ, ასეთი ადამიანი სჭირდება სახელმწიფოს,“-აცხადებს ადვოკატი გაგი მოსიაშვილი.

„ჯანო გრძელიძეს ძალიან დიდი ხანია ( 90-იანი წლებიდან) ვიცნობ. ვისაც კი მასთან ჰქონია შეხება, დამეთანხმება, რომ როცა პოლიციის სხვადასხვა განყოფილებაში, წესრიგში მოსაყვანი სიტუაციები იყო, სულ მას ნიშნავდნენ იქ და შემდეგ ადვოკატები რომ შევდიოდით იმ განყოფილებაში, ვერ ვცნობდით იმ გარემოს, იმდენად მოწესრიგებული გვხვდებოდა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თუ სადმე შეიძლება იყოს კომფორტული გარემო, ეს არის ქუთაისის ნომერ მეორე საპყრობილე. ჯანო პატიმრებთან შეხვედრის ოთახში ჩვენი პირველი მასპინძელი და ყველა იმ კომფორტის შემქმნელია, რაც ძალიან იშვიათია ჩვენთვის, ადვოკატებისთვის. ასეთი ადამიანები აუცილებლად უნდა წახალისდნენ და ერთხელ და სამუდამოდ ნეპოტიზმი, ვიღაცის ახლობლობით დანიშვნა უნდა დასრულდეს. ჩვენ, ზუსტად ვიცით ადვოკატებმა, რომ ჯანო ახალ სიტყვას იტყვის პენიტენციურ დაწესებულებაში. მგონი, პირველი შემთხვევაა, როდესაც მთელი არასამთავრობო სექტორი, უფლებადამცველები, ადვოკატები ამ თანამდებობაზე მის დანიშვნას ვითხოვთ,“- ამბობს ადვოკატი ლედი ტუკვაძე.

„ჯანო არის პირველ რიგში საოცრად მოწესრიგებული, კომპეტენტური, კომუნიკაბელური და განათლებული პიროვენება. იგი საკმაოდ მაღალი დონის პროფესიონალია. წლების განმავლობაში პოლიციის ორგანოებში მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე. არის ბაქოს საპატიო მოქალაქეც. მე მას დაახლოებით 25 წელია ვიცნობ. ციხეში როდესაც შევდივართ, ჯანო ხელმძღვანელობს ჩვენთან პატიმრების შეხვედრას. ყველაფერი ძალიან მოწესრიგებული აქვს. არ გვაქვს დაბრკოლებები. ჩვენთვის ცნობილია ისიც, რომ ყველანაირი უსიამოვნო ფაქტი, კონფლიქტი, ჯანო გრძელიძის უშუალო ძალისხმევით დარეგულირებულა ისე, როგორც კანონს შეესაბამება. ამ კაცს გააჩნია იმის უნარი, რომ ჰქონდეს ხალხთან, განსაკუთრებით პატიმრებთან კარგი ურთიერთობა. ეს პიროვნება ნამდვილად იმსახურებს ციხის დირექტორის თანამდებობაზე ყოფნას,“- აცხადებს ადვოკატი ილია ჯანელიძე.

ცნობისთვის, ქუთაისის მე-2 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პატიმრის თვითმკვლელობის გამო ციხის დირექტორი გაათავისუფლა.

შეგახსენებთ, რომ 36 წლის მამაკაცი, რომელიც ძმის მკვლელობის ბრალდებით წინასწარ პატიმრობაში  პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, პირველ ოქტომბერს, საკნის სარკმლის ცხაურზე ჩამოკიდებული იპოვეს.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 2795-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გეგუთის #14 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პატიმრის, ირაკლი პერტიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
პატიმრის დედამ დასავლეთ საქართველოს სალქო პროკურატურას უკვე მიმართა, რათა დაისაჯოს ადმინისტრაციის ის წარმომადგენლები, რომლებმაც
გეგუთის #14 კოლონიაში მიმდინარე წლის 23 მაისს პატიმრის, ლევან კორტავას გარდაცვალების ფაქტზე პასუხისგებაში დაწესებულების დირექტორი

ამინდი