Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა ხდება ხონის სოფელ გუბის საჯარო სკოლაში და რატომ თხოვენ სკოლით დაინტერესებას განათლების სამინისტროს

თარიღი : 24-10-2019, 10:17 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გუბის საჯარო სკოლაში უკვე ერთ თვეზე მეტია სასწავლო ჟურნალი არ შევსებულა, წესიერად არ ტარდება გაკვეთილებიც. ამის შესახებ ინფორმაცია იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge -ს იურისტმა ლევან ჭელიძემ მიაწოდა. მისივე თქმით, მოსწავლეები საზღვარგარეთ სამუშაოდ არიან, თუმცა კლასის სიაში მაინც ირიცხებიან.

„ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გუბის საჯარო სკოლიდან მშობლები დამიკავშირდნენ. მათ მითხრეს, რომ ხდებოდა შემდეგი დარღვევები: წესიერად არ ტარდებოდა გაკვეთილები, ჟურნალები იყო შეუვსებელი, ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები სულ ფოტოებითა და ვიდეოებით მაქვს გამოგზავნილი. სკოლაში სექტემბრიდან მოყოლებული ჟურნალი არ შეუვსიათ, რიცხვები შეტანილი აქვთ, თუმცა არც ერთ სვეტში, არც ერთ გრაფაში არ წერია არაფერი. ალბათ გაკვეთილები არ ტარდება, თორემ გაკვეთილზე ბავშვი რომ გაიძახე, ნიშანი არ უნდა დაუწერო? ანუ ცოდნას არ ამოწმებ. კაი, ერთი, ორი, სამი დღე გასაგებია, მაგრამ ერთი თვე? ე.ი შედიხარ გაკვეთილზე მასწავლებელი და გამოდიხარ, შედი, გამოდი, თვის ბოლოს აიღე ხელფასი და წადი სახლში, ეს თემაა, რა ქვია ახლა ამას? თან ეს ხდება თითქმის ყველა კლასში.

მეთორმეტე კლასი კიდევ სკოლაში საერთოდ არ დადის. მე გუშინ განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტს საჩივარი გავუგზავნე, რომ ამ სკოლაში 2013 წლიდან დღემდე მოსწავლეები ირიცხებოდნენ სკოლის სიაში, სამუშაოდ კი თურქეთში დადიოდნენ. სწავლა სექტემბერში დაიწყო და ჩემი ინფორმაციით, ერთ-ერთი მეთორმეტე კლასელი, რომლის გვარს და სახელს არ დავასახელებ, საერთოდ სკოლაში არ ყოფილა და 2019 წლის 18 ოქტომბერს ჩამოფრინდა საქართველოში. მას არც მოსწავლის სტატუსი აქვს შეწყვეტილი. არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ სკოლა ვაუჩერულ დაფინანსებას იღებს. ანუ ეს ბავშვები ასე გადადიან კლასიდან კლასში და ასე ამთავრებენ სკოლას. ასეთი ქმედებები კი კანონდარღვევაა და სავარაუდოთ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხად მოიაზრება. მე სამინისტროს მოვთხოვე, გამოითხოვონ როდის გადავიდა კონკრეტული ბავშვი საზღვარზე და როდის შემოვიდა საქართველოში. იმდენად პერსონალურია ეს ინფორმაციაა, მე ამას არავინ არ მომცემს, სამინისტროს კი ამის უფლება აქვს,"- აცხადებს ლევან ჭელიძე.

ინფორმაციას სკოლაში არსებული შესაძლო დარღვევების შესახებ, ხონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი და გუბის საჯარო სკოლის დირექტორი არ ეთანხმებიან. მათივე თქმით, სკოლაში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს და ჟურნალებიც ივსება. რაც შეეხება ლევან ჭელიძეს, აღნიშნული სკოლის მიმართ ალბათ პირადი ინტერესები გააჩნია, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთ ინფორმაციებს არ გაავრცელებდა.

„ლევან ჭელიძეს აქვს პირადი ინტერესები ამ სკოლის მიმართ. ჯერ ერთი ძალიან ბევრი საჯარო ინფორმაცია მოითხოვა და გადაუგზავნა სკოლამ. ახლა ცდილობს ზიანი მიაყენოს. რა გაკვეთილები არ ტარდება და სკოლა არ მუშაობს. მაგას ვინც აწვდის ამ ინფორმაციას. იმ მასწავლებლის გარდა სკოლაში 20 მასწავლებელია. კი ბატონო, წარმოგვიდგინოს რა ფოტოები და ვიდეოები აქვს. როგორ გეკადრებათ, ყველა ჟურნალი შევსებულია. აბა ჩვენ რას ვაკეთებთ, ვამოწმებთ ყველაფერს. სასწავლო პროცესი რა თქმა უნდა მიმდინარეობს. ან რატომ უნდა ჩაშლილიყო ვერ ვხვდები, რაიმე სტიქია მოხდა თუ რატომ? რაც შეეხება საკითხს, თითქოს ჩვენი მოსწავლეები საზღვარგარეთ დადიან, ზოგადად, შეიძლება ბავშვი ზაფხულში წავიდეს საზღვარგარეთ, მაგრამ ჩვენ უფლება არ გვაქვს სიიდან ეგრევე ამოვიყვანოთ, იქნება ბრუნდება. საერთოდ, მთელი წლის მანძილზე, თუკი ბავშვი 30 %-ზე მეტს გააცდენს, ის ექვემდებარება ექსტერნს. თუკი არაა სკოლაში, იმას ჟურნალში აუცილებლად „არები“ დაუფიქსირდება, შემდეგ დაუკავშირდებიან მშობლებს, შეიძლება მან თავის შვილს სტატუსი შეუჩეროს ან თუკი საშუალო საფეხურზეა ბავშვი, შესაძლოა საერთოდ გამოვიდეს სკოლიდან. თუკი შიდა აუდიტთან იჩივლა, კი ბატონო, ჩამოვა შიდა აუდიტი და დაადგენს ფაქტს, რომ ასე არ არის,“- აცხადებს ხონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ჯულიეტა ქობალია.

"საზღვარგარეთ, ზაფხულის პერიოდში, ნამდვილად წავიდა ჩვენი ერთი მოსწავლე. გასულ 2018-2019 სასწავლო წელს ამ ბავშვმა დაძლია მე-11 კლასის პროგრამა. პედსაბჭოს ოქმშიც დაფიქსირებულია, რომ ეს ბავშვი გადაყვანილია მე-12 კლასში. ამ ოქმის საფუძველზე ბრძანებაცაა გამოცემული, რომ ეს მოსწავლე გადავიდეს მე-12 კლასში. ამიტომ ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ეს ბავშვი შევიყვანოთ ჟურნალში. თუმცა, როცა თურქეთში იმყოფებოდა და ამის გამო სკოლაში არ ცხადდებოდა, „არები“ რა თქმა უნდა ეწერებოდა. აბა საზღვარგადაკვეთილ ბავშვს ნიშანს ნამდვილად ვერ დავუწერდით. ახლა ჩამოსულია ეს მოსწავლე. სასწავლო პროცესი კიდევ ჩვეულებრივად მიმდინარეობს. რატომ ავრცელებს ბატონი ლევანი ასეთ არასწორ ინფორმაციებს, ეს თავად მას კითხეთ,“- აცხადებს გუბის საჯარო სკოლის დირექტორი ნანა გეგუჩაძე.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 744-ჯერ

მსგავსი სიახლეები
უკვე მეორედ სკოლაში დღეს 100 მოსწავლე საკლასო ოთახებში არ შევიდა.
ტყიბულის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები და მშობლები საქართველოს პარლამენტში იმყოფებოდნენ. ისინი განათლების სამინისტროს მიმართავენ და
წყალტუბოს 5 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა. სამტრედიაში სასწავლო პროცესი კი, ქვედა გომში შეწყდა.

ამინდი