Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისელი ტაქსის მძღოლი ქუთაისიდან თბილისში მგზავრის ჩაყვანისთვის 200 ლარით დააჯარიმეს

თარიღი : 23-10-2019, 20:17 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისელი ტაქსის მძღოლი, რომელმაც ქუთაისიდან თბილისში მგზავრი ჩაიყვანა, დედაქალაქში 200 ლარით დააჯარიმეს. დაჯარიმების მიზეზი ტაქსის ლიცენზიის არქონა გახდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას "გირჩი"-ს ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი თემურ ცამციშვილი ავრცელებს.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგებელი ამბობს, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ტაქსის მძღოლს არსებული რეგულაციის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. მისივე თქმით, ადამიანმა, რომლის შემოსავალი 150 ლარი იყო, 200 ლარი ჯარიმის სახით უნდა გადახადოს.

"ეს არის სისტემის ძალადობა ადამიანებზე, რომლებიც ელემენტარული შემოსავლის გამო, 24 საათი შრომობენ და ვიღაც ბიუროკრატის ახირების გამო, რაღაც სულელური მოტივებით, უმარავი ადამიანი გაწირეს შიმშილისთვის. არც ერთ სისტემას არ შერჩენია ძალადობა საზოგადოებაზე და არც "ქართული ოცნება" იქნება გამონაკლისი,"- ამბობს თემურ ცამციშცილი.


ნანახია: 1259-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ახალი მოსაკრებლის თანახმად, მსუბუქ ავტომობილს წელიწადში 40 ლარის, ტაქსის მძღოლს კი 365 ლარის გადახდა მოუწევთ.
ქუთაისში, ტაქსის მძღოლი სამსახურიდან ავტომანქანაზე განთავსებული წარწერისათვის გაათავისუფლეს.
ისინი ტაქსით მგზავრობის ტარიფის გაზრდას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. პროტესტის ნიშნად კი,

ამინდი