Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში სტუდენტებმა მგზავრობისას შესაძლოა 50 პროცენტიანი შეღავათით ისარგებლონ

თარიღი : 23-10-2019, 17:00 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
„დაწერდეს 50%-იანი შეღავათი სამგზავრო ტარიფზე სტუდენტებისთვის,“ „ვითხოვთ ხელშეწყობას თვითმმართველობისაგან“, „მხარდაჭერა სტუდენტებს,“- ამ ლოზუნგებით ქუთაისის თვითმმართველობის შენობის წინ აქცია გაიმართა. დღესვე, „ლეიბორისტული პარტიის“ ქუთაისის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა   2020 წლიდან სტუდენტებისათვის ტრანსპორტზე 50%-იანი შეღავათის დაწესებასთან დაკავშირებით მერიაში ინიციატივა შეიტანეს.

„როგორც მოგეხსენებათ, „ლეიბორისტული პარტიის“ ქუთაისის ორგანიზაციის ახალგაზრდულმა ფრთამ, წინა კვირას გააჟღერა ინიციატივა იმასთან დაკავშირებით, რომ რადგანაც ტრანსპორტი 2020 წლიდან ქუთაისში ხდება მუნიციპალური, დაწესდეს 50%-იანი შეღავათი სტუდენტებისთვის. ანალოგიურად, როგორც არის ეს თბილისსა და ბათუმში. ჩვენ ამ საკითხზე საინფორმაციო კამპანია ვაწარმოეთ ერთი კვირის განმავლობაში, შევაგროვეთ ხელმოწერები და დღეს უკვე ინიციატივა შევიტანეთ მერიაში. ჯერი არის უკვე მერიაზე. ჩვენი მიდგომა არის თანამშრომლური. იმედი გვაქვს, რომ მერიიდან იქნება გადმოდგმული ადეკვატური ნაბიჯი და ამ ინიციატივას შეხვდებიან დადებითად, გამოთქვამენ სურვილს, რომ ამ ინიციატივაზე ერთობლივად ვიმუშაოთ. თუ მათგან იქნება დაფიქსირებული უსაფუძვლო უარი, მივმართავთ სხვა სახის ღონისძიებებს,“- აცხადებს „ლეიბორისტული პარტიის“ ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი ირაკლი კიკვაძე.

ინიციატივას დადებითად აფასებს ქუთაისის საკრებულოს კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის კომისიის თავმჯდომარე ოთარ ლორთქიფანიძე. მისი თქმით, თუ ახალგაზრდები იაქტიურებენ, თვითმმართველობა ვალდებული იქნება მათ ფინანსურ წყაროსთან დაკავშირებით გარკვეული იდეები შესთავაზონ.

„ეს ინიციატივა რომ რეალურად დგას, თვალნათლივ ჩანს. ჩვენ ძალიან ხშირად გვაქვს საუბრები ამ თემაზე ახალგაზრდებთან. სხვათაშორის, ზაფხულის ლიდერთა სკოლაში სტუდენტებთან შეხვედრის დროს ქალაქის მერმაც ისაუბრა ამ საკითხზე, რადგან იქაც წამოიჭრა ეს თემა. ჩვენ გვაქვს იდეაში დაფინანსების რამდენიმე მოდიფიკაცია, თუ როგორ უნდა ჩაერთოს ადგილობრივი თვითმმართველობა, შეიძლება აქ უნივერსიტეტიც იყოს ჩართული. თუმცა ეს არის სამომავლო პერსპექტივა, როცა ჩამოვა ახალი ავტობუსები, შეიქმნება ახალი დეპო, რომელიც ორგანიზებას გაუწევს მათ გადაადგილებას და ა.შ. ამ თემებზე დაჯდომა და საუბარი იქნება რა თქმა უნდა, უპრიანესი, მნიშვნელოვანი და აუცილებელიც. ჩვენ მზად ვართ ამისთვის, თუ მათაც სურვილი ექნებათ, ნებისმიერ დროს შეგვიძლია შევხვდეთ, დაველაპარაკოთ. ახლა სწორედ ბიუჯეტის შედგენის პერიოდი მიმდინარეობს. მოვუწოდებ ახალგაზრდებს, მოვიდნენ ჩვენთან. თუ ახალგაზრდებისგან აქტიურობა იქნება, ჩვენ ვალდებულები ვართ ამ ინიციატივას პასუხი გავცეთ, ჩვენი არგუმენტები ვუთხრათ ან ჩვენი იდეები შევთავაზოთ დაფინანსებასთან დაკავშირებით,“- აცხადებს ოთარ ლორთქიფანიძე.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 263-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პარტია მთავარ აქცენტს სოციალურ პრობლემებზე აკეთებს

ამინდი