იტვირთება

"ქუთაისში, ერთ-ერთი კლინიკის დირექტორი თანამშრომელ ქალს ორგანოს უწოდებს"

"ქუთაისში, ერთ-ერთი კლინიკის დირექტორი თანამშრომელ ქალს ორგანოს უწოდებს"

ქუთაისში, ერთ-ერთი კლინიკის ხელმძღვანელს თანამშრომელი ტერორსა და ზეწოლაში ადანაშაულებს. 

"კლინიკის თანამშრომელი მიკავშირდება, არის უკიდურესი დამცირების ქვეშ. თანამშრომლების თვალწინ დირექტორი ქალბატონს უწოდებს რომ არის ...... ორგანო.... თვალები და ყურები მაქვს შუბლზე!!!! კლინიკის დირექტორს ეს ქალი ან უპატრონო ჰგონია ან გონებით ასტრალშია გასული!  საჩივარს ახლა ფინანსურს რომ გადავუგზავნი, გაიგებ მერე მაგ 3 ასო ვის უძახო!!! უზრდელობის პიკი. ქალი შოკიდან ვერ გამომყავს, ისეა ნერვულ სტრესში ჩავარდნილი!!!

დირექტორი ქალბატონი მის თანამშრომელ ქალს უკიდურესად ავიწროვებს- ხელფასს თვეობით არ უხდის, ამცირებს ათას რამეს აბრალებს. ეხლა შვებულებაში რომ გაუშვა იძულებით, ეს ქალი მესიჯებით არ ანებებს თავს. სამსახურიდან აგდებს, მაგრამ ბრძანებას კი არ უწერს, მორალური სტრესის ქვეშ ყავს და მიმართავს უკიდურესი სიტყვებით!,"-წერს ადვოკატი ნუკა შალამბერიძე. 
ახალი ამბების სააგენტო ტოპნიუსი თემაზე მუშაობას აგრძელებს. 

ტეგები:

Facebook - კომენტარები