Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა საქმიანობა გაწია საქველმოქმედო ფონდმა 'ქუთაისმა', რომელსაც საჯარო მოხელეების იძულებით ქველმოქმედებაში ადანაშაულებდნენ

თარიღი : 23-10-2019, 10:44 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქველმოქმედო ფონდ „ქუთაისი“-დან ფონდის ბენეფიციარებისთვის ერთი წლის მანძილზე 80 000 ლარამდეა გაცემული. ამის შესახებ იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა თამთა ბაკურაძემ განუცხადა. მისივე თქმით, თანხების მობილიზება საქველმოქმედო, სოციალური და კულტურული საქმიანობისთვის, განსაკუთრებით კი მძიმედ დაავადებული ბენეფიციარებისთვის ხდება.

„გეტყვით იმას, რომ ფონდის ბენეფიციარებზე დაახლოებით 80 000 ლარამდე არის გადარიცხული. ეს ბენეფიციარები არიან ავადმყოფები, უმეტესწილად სიმსივნის მძიმე სენით დაავადებულებზე არის საუბარი. ჩვენ კულტურული და საგანმანათლებლო მიმართულებითაც ვმუშაობთ, თუმცა იმდენად მძიმე მდგომარეობა იყო, სიმსივნით დაავადებულებს ვგულისხმობ, რომ მათზე გადავიტანეთ მთელი ყურადღება,“- აცხადებს ბაკურაძე.

თამთა ბაკურაძე კიდევ ერთელ განმარტავს, რომ  ქველმოქმედების მიზნით ხელფასიდან 1%-ს გაღება ნებაყოფლობითია და მხოლოდ თანამშრომელთა სურვილზეა დამოკიდებული.

„თვითონ ჩვენს აიპში, მადლიერების სახლში დაახლოებით 33 თანამშრომელია, აქედან მხოლოდ 15 -ს აქვს განცხადება შემოტანილი პროექტში მონაწილეობის მიღებაზე. მათთან თათბირი ჩავატარე, გავაცანი ფონდის საქმიანობა, ნახევარმა თანამშრომელმა უარი განაცხადა საქველმოქმედო საქმეში ჩართვაზე. ცხადია, ჩვენ არავისთვის არაფერი დაგვიძალებია. არა მარტო აიპებზეა საუბარი, აქ არიან სხვადასხვა შემომწირველები, რომლებიც ყოველთვიურად ( არაა აუცილებელი მაინცდამაინც ხელფასზე) საკუთარით სურვილით გარკვეულ თანხებს რიცხავენ ფონდში.

უნდა ვთქვა ისიც, რომ ფონდში ვინც ვართ, ყველა ვართ ცარიელი ენთუზიაზმით, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე,“- ამბობს თამთა ბაკურაძე.

ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აღნიშნული ფონდით "ქართული ოცნება" მისი აქტივისტებისგან და მის მიერ დასაქმებული ხალხისგან საარჩევნო ყულაბის შევსებას ცდილობდა, უარყობს.

„ამის საპასუხოდ არჩევნების დროს ფონდმა საერთოდ შეწყვიტა ფუნქციონირება, არც სხდომა ჩაგვიტარებია და არც გვიმუშავია,“- აცხადებს ბაკურაძე.

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი გიგა შუშანია Topnews.com.ge-თან საუბრისას განმარტავს, რომ დაპირებების მიუხედავად, ფონდ "ქუთაისის" შესახებ საზოგადოებას დღემდე არ მიუღია ინფორმაცია, თუ რაში იხარჯებოდა ხელფასიდან გამოყოფილი თანხები ამ ხნის განმავლობაში.

„ეს ფული რომ ირიცხება მუდმივად და ხელფასიდან ჩამოჭრა გრძელდება, ვიცი. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ვიცე მერი, ისე ფონდის ხელმძღვანელობა გვპირდებოდა, რომ ეს გამჭვირვალე და საჯარო იქნებოდა, მე ყოველ შემთხვევაში არსად არ შემხვედრია ანგარიში რომ წარმოედგინათ, რამდენს დაეხმარნენ, როგორ დაეხმარნენ, რაში ხარჯავენ ამ თანხას. ეს არის კერძო ფონდი, დააფუძნებინეს „ქართული ოცნების“ აქტივისტებს, აიძულებენ მერიის თანამშრომლებს ჩარიცხონ ხელფასებიდან თანხები, მაგრამ სად მიდის ეს ფული არ ვიცი. ეს არაა ბიუჯეტის ფული წერილი მიწერო და მოგწერონ პასუხი. შესაბამისად ფონდის გაწეული დახმარების შესახებ ინფორმაცია არც მე და არც საზოგადოებას არ მიგვიღია,“- აცხადებს გიგა შუშანია.

საქველმოქმედო ფონდ "ქუთაისის" აღმასრულებელი დირექტორი თამთა ბაკურაძე ამბობს, რომ სამომავლოდ პრეზენტაციის მოწყობას გეგმავს, სადაც წლიურ ანგარიშს საზოგადოებას წარუდგენს.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 534-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თამთა ბაკურაძე ფონდის მიზნებისა და ამოცანების შესახებ პრეზენტაციის მოწყობას გეგმავს, მანამ კი ფონდთან დაკავშირებულ კითხვებს არ
ოპოზიციის წარმომადგენლის მტკიცებით, ქალაქის მერის დავალებით წინასაარჩევნოდ საქველმოქმედო ფონდი შეიქმნა, სადაც მერიის
საქველმოქმედო ორგანიზაცია 'მომავლის ფონდი'-ს დამფუძნებელი არჩილ ნიჟარაძე პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდის ირგვლი მიმდინარე

ამინდი