Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

2020 წლის ბოლოს ელექტროენერგიის ტარიფი შესაძლოა გაიზარდოს

თარიღი : 22-10-2019, 18:01 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ბუნებრივი აირის ტარიფი შესაძლოა, არა ყოველ წელს, არამედ სამი წლის ვადით განისაზღვროს.

აღნიშნულის შესაძლებლობას სემეკის ახალი თავმჯდომარე დავით ნარმანია „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში არ გამორიცხავს.

„ბუნებრივი აირის სექტორშიც გვინდა, რომ გადავიდეთ სამწლიან ტარიფებზე. ამან გაამართლა ელექტროენერგიისა და წლის ტარიფებთან დაკავშირებით, რადგან საშუალოვადიან პერიოდში ვხედავთ სოციალურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს. გაზის სექტორშიც ვხედავთ, რომ შესაძლებელია და კანონმდებლობაც გვაძლევს საშუალებას, სამწლიანი ტარიფები დავადგინოთ“, - აცხადებს ნარმანია.

რაც შეეხება შეკითხვას, მოსალოდნელია თუ არა ელექტროენერგიისა და წყლის ტარიფების ზრდა, სემეკის ახალი თავმჯდომარე აღნიშნულის შესაძლებლობას 2020 წლისთვის არ გამორიცხავს.

„ამ ეტაპისთვის ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ჯერ ელექტროენერგიის ნაწილში ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არაა, თუმცა თუ მომავალშიც ასე გაგრძელდება, ჰესები არ აშენდება და იმპორტი გაგვეზრდება, შესაძლებელია, რომ მომდევნო ტარიფის გაანგარიშებისთვის 2020 წლის ბოლოს ამის საჭიროება დადგეს.

რაც შეეხება წყლის ტარიფს, ევროპის მარეგულირებელი ნორმების მოთხოვნაა და ხდება დაახლოება ევროპულ სისტემასთან. დღეს ჩვენთან სამომხმარებლო ტარიფი უფრო დაბალია, კომერციული მაღალია. ამ საკითხზე ცალკე მუშაობა მოგვიწევს და ეს მოდელი დიდხანს ალბათ, ვერ შენარჩუნდება.


ნანახია: 336-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მისი განმარტებით, ეს გამოწვეული იქნება მხოლოდ და მხოლოდ კურსის ცვალებადობით.
'სოკარი' ბუნებრივი აირით საქართველოს რეგიონების უმრავლესობას ამარაგებს.
გაზის კომპანიების მოთხოვნა, რომელიც ტარიფების გაზრდას შეეხება, ლოგიკურია.
არი უკვე ისეთ ზღვარზეა, როცა გადასახადის შენარჩუნებაზე საუბარი თითქმის შეუძლებელია.

ამინდი