Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ბაღდათის პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს

თარიღი : 22-10-2019, 17:49 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ბაღდათის პოლიციის რაიონულ სამმართველოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე ივანე მჭედლიშვილი ორი კვირაა, რაც დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაგვიდასტურეს.

„ბაღდათის პოლიციის რაიონულ სამმართველოში თითქის ორი კვირაა, ცოტა მეტიც, ახალი უფროსი მუშაობს. ივანე მჭედლიშვილმა თეიმურაზ თოდუა ჩაანაცვლა. საკადრო ცვლილება ბუნებრივია, ხომ იცვლებიან ხოლმე პერიოდულად ადამიანები. ჩვეულებრივი პროცედურაა ეს,“- აცხადებენ შსს-ს პრესსამსახურში.

დეკლარაციის მიხედვით (24.10.2018), ბაღდათის პოლიციის რაიონული სამმართველოს ყოფილი უფროსი თეიმურაზ თოდუა 2017 წლის 1-ლი იანვრიდან 28 ოქტომბრამდე იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს უფროსის მოადგილის პოზიციაზე მუშაობდა, ხოლო 2017 წლის 28 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე მერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზესტაფონის რაიონული სამმართელოს უფროსის მოვალეობას ასრულებდა.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 2237-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ტყიბულისა და ზესტაფონის პოლიციის უფროსებმა ერთამენთი ხელჯეტებით სცემეს.
ბესიკ ამირანაშვილი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა.
როგორც topnews.com.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფუტკარაძე ამ პოზიციაზე ამირან ვერულაშვილმა ჩაანაცვლა.

ამინდი