იტვირთება

ქუთაისის მუნიციპალიტეტს ევროკავშირმა კულტურის მხარდაჭერის მიზნით 30 000 ევრო გადასცა

ქუთაისის მუნიციპალიტეტს ევროკავშირმა კულტურის მხარდაჭერის მიზნით 30 000 ევრო გადასცა

ქუთაისის მუნიციპალიტეტს ევროკავშირმა კულტურის მხარდაჭერის მიზნით 30 000 ევრო გადასცა.

ქალაქის მერიის ინფორმაციით, მიღებული გრანტის ფარგლებში,  ქუთაისი ივლისში უმასპინძლებს „საჯარო ხელოვნების ფესტივალს“.  ღონისძიების მთავარი მიზანია ქალაქის კულტურის განვითარების სტრატეგიის გაძლიერება და მრავალფეროვანი კულტურული გარემოს პოპულარიზაციაა საჯარო ინსტალაციების, პერფორმანსებისა და საგანმანათლებლო აქტივობების მეშვეობით.

ქუთაისის მუნიციპალიტეტი მიღებულ გრანტს კულტურის განვითარების სტრატეგიებთან შესაბამისობაში არსებული კულტურული აქტივობების განსახორციელებლად  გამოიყენებს.

 EU4Culture ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 4 წლიანი პროექტია -  კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის მხარდასაჭერად, განსაკუთრებული აქცენტით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რეგიონულ ქალაქებზე. პროექტის ბიუჯეტი 7.85 მილიონი ევროა.

პროექტს EU4Culture ახორციელებენ: გოეთეს ინსტიტუტი (წამყვანი პარტნიორი), ჩეხეთის ცენტრები, დანიის კულტურის ინსტიტუტი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.


ტეგები:

Facebook - კომენტარები