Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისისათვის ახალი ავტობუსების შესაძენად ტენდერი გამოცხადდა

თარიღი : 22-10-2019, 16:15 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახალი ავტობუსების შესაძენად ტენდერს აცხადებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ფონდმა მიიღო დაფინანსება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან (EBRD) საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამის (GUTEP) განსახორციელებლად და განზრახული აქვს ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისათვის:

ავტობუსებისა და შესაბამისი მომსახურების შესყიდვა. პროექტი ითვალისწინებს საქართველოს ექვსი მუნიციპალიტეტისთვის - ქუთაისის, გორის, თელავის, ზუგდიდის, რუსთავისა და ფოთისთვის ახალი ავტობუსების შესყიდვას.

ცნობისთვის, ახალი ავტობუსების შემოსვლის შემდეგ, ქუთაისში ტრანსპორტი მუნიციპალური გახდება.


ნანახია: 373-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი