თერჯოლაში ღვინის ფესტივალი გაიმართება
თარიღი : 22-10-2019, 15:59 | კატეგორია: ახალი ამბები, ანონსი

23 ოქტომბერს თერჯოლაში ღვინის ფესტივალი „თერჯოლა 2019 “ გაიმართება.
ღონისძიების ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს წარმოდგენილი ექნება იმერული ეზო და სხვადასხვა ვაზის ჯიშისგან დაყენებული ღვინო, რომლთაგანაც საუკეთესოს სომელიების ჟიური გამოავლენს.
სკვერში სპეციალურად მოწყობილ სცენაზე გაიმართება კონცერტიც, რომელშიც მონაწილეობას ადგილობრივი შემსრულებლები მიიღებენ.
11:00 საათზე კი მუნიციპალიტეტის პირველობაზე ფეხბურთში, სოფელ რუფოთსა და ძევრს შორის ფინალური შეხვედრა გაიმართება.
ამასთან, სკვერში თერჯოლის სამხატვრო სკოლის, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლისა და კერძო შემოქმედთა მონაწილეობით გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა, ასევე გაიმართება ატრაქციონი ბავშვებისათვის, კერძო კოლექციონერთა გამოფენა, ხოლო მსურველთათვის მხატვარი პორტრეტებს შეასრულებს.