Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"მსოფლიო რანგის წამყვანი მეცნიერები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები გახდებიან და უნივერისტეტის აკადემიურ საქმიანობაში აქტიურად ჩაერთვებიან"

თარიღი : 22-10-2019, 09:14 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
მსოფლიო რანგის წამყვანი მეცნიერები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები გახდებიან და უნივერისტეტის აკადემიურ საქმიანობაში აქტიურად ჩაერთვებიან-ინფორმაციას ამის შესახებ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროტონული თერაპიის საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში, რომელიც ესპანეთში, ქალაქ მადრიდში იმართება, საქართველოს დელეგაციასა და მსოფლიო რანგის წამყვან მეცნიერებს შორის შეხვედრა შედგა.

"საქართველოს დელეგაციის წევრები არიან საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე, ნიკოლოზ ჩხეტიანი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი განათლების საკითხებში მიხეილ ჩხენკელი, „ქართუ ჯგუფის“ პროექტების მართვის დირექტორი ვახტანგ ცაგარელი და საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრე თევზაძე.

შეხვედრისას მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ პროფესორი Raymond Miralbell მადრიდის პროტონული თერაპიის ცენტრის სამედიცინო დირექტორი და პროფესორი Roberto Orecchia მილანში, ევროპული ონკოლოგიური ინსტიტუტის სამეცნიერო დირექტორი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები იქნებიან და უნივერსიტეტის აკადემიურ ცხოვრებაში აქტიურად ჩაერთვებიან,"-ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, მორიგი დაპირების თანახმად, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სტუდენტთა პირველი ნაკადი (1000 სტუდენტი) 2020 წლის შემოდგომაზე უნდა მიიღოს.


ნანახია: 319-ჯერ

მსგავსი სიახლეები