გეგუთის ციხეში პატიმარი გარდაიცვალა
თარიღი : 4-03-2014, 12:51 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

გეგუთის ციხეში პატიმარი გარდაიცვალა.
სასჯელაღსარულებისა და პრობაციის მინისტრის სოზარ სუბარის თქმით, შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.
“გეგუთის კოლონიაში დახურულ საკანში, ღამით სამის ნახევარზე მოხდა კონფლიქტი, რომელიც ერთი პატიმრის გარდაცვალებით დამთავრდა. ჩხუბობდა სამი პატიმარი, ორი ერთზე. ხუთკაციან საკანში ორი აშველებდნენ, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნის ჩარტყმით ერთი პატიმარი გარდაიცვალა. გამოძიება მთელი ღამე მუშაობდა, შეიძლება ითქვას, რომ ყველა დეტალი დადგენილია. ადმინისტრაციის პასუხისმგებლობაზე საუბარი ჯერ არ შეიძლება იყოს, სანამ გამოძიება არ დამთავრდება. ის ბლაგვი საგანი არ მინდა, რომ დავასახელო, აბსოლუტურად ნებადართული ნივთია, რომელიც აქვს ყველას საკანში”, - განაცხადა სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა.
აღნიშნულ ფაქტს უკვე იძიებს სახალხო დამცველის ქუთაისის აპარატი.