Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვინ არის ტყიბულელი ბიჭი, რომელიც მსოფლიომ გაიცნო

თარიღი : 21-10-2019, 11:05 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
 ტყიბულელმა ძიუდოისტმა ილია სულამანიძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის -100კგ წონით კატეგორიაში, ვერცხლის მედალი მოიპოვა.
 „ახლა მოგიყვებით, თუ რა გმირობა ჩაიდინა 18 წლის ტყიბულელმა ბიჭმა:

19 ოქტომბერი მსოფლიო ძიუდოს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იყო, ტატამზე მძიმე წონოსნები გამოდიოდნენ, რაც ყოველთვის მეტ ინტერესს იწვევს ამ სპორტის მოყვარულებში. 100კგ წონით კატეგორიაში 29 ფალავანი იბრძოდა ჩემპიონობისთვის, მათ შორის ყველაზე უმცროსი ილია სულამანიძე იყო, რომელსაც სადებიუტო წელი ჰქონდა და 1-2 წლით უფროსებს უნდა დასჭირებოდა, ილიას ზურგს ევროპის ჩემპიონობა უმაგრებდა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ფინეთში მოიპოვა.

 პირველ ბრძოლაში ჩვენს ბიჭს აზიის ჩემპიონატის მედალოსნის, 20 წლის სამხრეთ კორეელი Sim Jaewoo-ს დასამარცხებლად სულ რაღაც 57 წამი დასჭირდა. მეორე ბრძოლაში ილიას წინააღმდეგ ასევე 20 წლის უნგრელი Arvai Peter დადგა, რომელიც ევროპის თასის 3 გზის ჩემპიონი და არაერთი ტურნირის პრიზიორია, კორეელის მსგავსად მალევე გაუყენა სახლისაკენ გზას უნგრელი ფალავანი ტყიბულელმა, წუთნახევარში ჯერ ვაზარი აუღო, შემდეგ კი შებოჭა და სუფთა გამარჯვება მოიპოვა.
 მეოთხედფინალში 20 წლის ტიტულოვანი დანიელი Madsen Mathias დაგვეჭიდა, რომელიც სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ტყიბულელმა აბურთავა და ვაზარ-იპონით აკოტრიალა ტატამზე.

 დადგა ნახევარფინალის დროც, რომელიც ალბათ პრინციპულობიდან გამომდინარე ფინალის ტოლფასი გახლდათ, 20 წლის რუსი Kanikovskiy Matvey, ახალგაზრდებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და ტიტულოვანია, რუსების იმედს კარიერაში ერთადერთი მარცხი ჰქონდა, ისიც საკუთარ კედლებში ტულას კონტინენტალურ თასზე და ვისგან? ილია სულამანიძემ გააკრა მაშინაც ბეჭებზე...
რევანშს მოწყურებული რუსი, რომელსაც მას შემდეგ გამართული 31 ბრძოლიდან ყველა მოგებული ჰქონდა ისევ ჩვენმა ბიჭმა დაამწუხრა, ორი ვაზარით მოიგო და ფინალის საგზური მოიპოვა.

 ფინალი: "ვერცხლი, რომელიც ოქროს სჯობია" ამ სიტყვებით დაასათაურა ძიუდოს ერთ-ერთმა პრესტიჟულმა გამოცემამ ფინალური შეხვედრა, სადაც მეტოქედ ძიუდოს სამშობლოს, ამ წონაში იაპონიის ერთადერთი იმედი ასევე 20 წლის Kamigaki Kazunari დაგვეჭიდა. უპირატესობა თავიდან ილიას ჰქონდა და რამოდენიმეჯერ სცადა კიდეც გდების შესრულება, თუმცა გამოცდილი მეტოქე არ აპირებდა ჩემპიონობის იოლად დათმობას, შეხვედრის დასრულებმადე 50 წამით ადრე აზიელმა შეძლო ვაზარით 1 ქულის აღება და თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ 7 წამით ადრე ილიამ ლამაზი გდებით ანგარიში გაათანაბრა და ბრძოლა დამატებით დროში გადაიყვანა, ამ მომენტმა რეპორტაჟის კომენტატორებისა და დარბაზში შეკრებილი გულშემატკივრების გაოცება გამოიწვია. დამატებით დროში იაპონელმა შეძლო 1 ქულიანი გდების აღება, რაც საკმარისი იყო ოქროს მედლის მოსაპოვებლად,  ჩვენ კი ვერცხლის მედალი, გულშემატკივრების სიყვარული და მომავლის დიდი იმედები წამოვიღეთ მაროკოდან.
ახალგაზრდულ ნაკრებში სადებიუტო წელსვე ილია სულამანიძემ მოიგო:

ევროპის ჩემპიონატი - ოქრო
მსოფლიოს ჩემპიონატი - ვერცხლი
ევროპის თასი - ბრინჯაო
ჩვენ დავწერთ დიდ ისტორიას!!!
 ეს მხოლოდ დასაწყისია!“- წერია „სკ მეშახტე ტყიბულელის“ ოფიციალურ გვერდზე.


ნანახია: 1665-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ახალგაზრდა ქართველმა მსროლელმა, რომელიც ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატის დებიუტანტია ვერცხლის მედალი ოთხშაბათს, 24 თებერვალს

ამინდი