Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ქალაქს, რომელსაც ბაგრატისა და მისი მიმდებარე ინფრასტრუქტურის სახით უდიდესი განძი აქვს და იმას სწორად არ იყენებს, მომავალი არ გააჩნია"

თარიღი : 19-10-2019, 17:28 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის თავმჯდომარე ლაშა ბერეკაშვილი ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნისა და იქ ახალი მიზიდულობის კერის გაჩენის საჭიროებაზე საუბრობს. მისი თქმით, ქუთაისს ბაგრატის სახით უდიდესი საგანძური გააჩნია და ეს უკანასკნელი ტურიზმის განვითარებისა და სამომავლო პერსპექტივისთვის სწორად უნდა გამოვიყენოთ. კერძოდ, რა უნდა მოეწყოს ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომ აღნიშნული ლოკაცია ვიზიტორებისთვის უფრო საინტერესო გახდეს, საკითხთან დაკავშირებით ლაშა ბერეკაშვილმა იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სთან ისაუბრა.

„შეიძლება ითქვას, რომ ბაგრატი საფეხმავლო ტურისტული მარშრუტიდან ამოვარდნილია. ანუ, სირთულესთანაა დაკავშირებული ტურისტი ქალაქის ცენტრიდან ბაგრატის ტაძრამდე რომ მოხვდეს. ამიტომ, აუცილებელია რაღაც კომუნიკაცია დამყარდეს ქალაქის ცენტრსა და ტაძარს შორის. ვგულისხმობ საბაგირო ხაზის ან სხვა ბილიკის მოწყობას, რაც გაზრდიდა ტურისტების ინტერესს მოხვედრილიყვნენ ბაგრატზე.

ჩვენ ბაგრატს ყველას ვაცნობთ, როგორც მე-11 საუკუნის საკათედრო ტაძარს, მაგრამ მისი ასაკი 3 500 წლოვან არეალს მოიცავს. გვინდა ამ ისტორიის გაცოცხლება, რათა გავზარდოთ ბაგრატის ასაკი. ამისთვის აუცილებელია გათხრების გაგრძელება, რომელიც დაკონსერვებულია. საჭიროა ასევე ქვევრების ამოსუფთავება და მოწყობა. შესაძლებელია გარკვეული ატრაქციების გაკეთება და გათხრებში მათი ჩართვაც. ასევე მეცნიერებისთვის, სკოლის მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის სხვადასხვა სივრცის მოწყობა. გარდა ამისა, ქვაზე ის ძველი ნამუშევრები, რომლებიც ტაძრის ტერიტორიაზე ყრია, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, არ არის სწორად ექსპოზირებული, მუზეუმიც გადატენლია ბაგრატიდან წაღებული სხვადასხვა არტეფაქტებით, მათი დაბრუნება, მათი გახსნაა საჭირო. ასევე, ის ფენები და შრეები, რაც ბაგრატის ასაკს უფრო აძველებენ და ხაზს უსვამენ, იგივე წყალგაყვანილობა, იგივე წინაქრისტიანული ტაძრები, ნატაძრალი თუ ა.შ, ამ ყველაფრის გამოჩენა, ნუმერაციაა აუცილებელი. აბრებია დასადგმელი მისთვის, რომ ბაგრატზე ასული ტურისტი მხოლოდ ტაძრის შემოვლით არ შემოიფარგლოს. ტურისტმა უნდა ნახოს უფრო მეტი და ამ უფრო მეტის ნახვა მას შეეძლება ბაგრატის უკანა მხარეს, სადაც მეფეთა ძველი რეზიდენციები და სხვა რამაა. ანუ ეს ადგილები დღესდღეობით ტურისტული გეოგრაფიიდან და მარშრუტიდან ამოვარდნილია. ამის გამო ქუთაისი ძალიან ბევრ შესაძლებლობას და ტურისტს კარგავს, რადგანაც გარდა ერთი აღებული ტაძრისა, ტურისტი იქ ვერაფერს ნახულობს, ვერ იღებს უფრო მეტ ინფორმაციას. ქალაქს, რომელსაც ბაგრატისა და მისი მიმდებარე ინფრასტრუქტურის სახით უდიდესი განძი აქვს და იმას სწორად არ იყენებს, მომავალი არ გააჩნია,“- აცხადებს ლაშა ბერეკაშვილი.

ლაშა ბერეკაშვილი თემით დაინტერესებისკენ არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ ცენტრალურ ხელისუფლებას და საპატრიარქოსაც მოუწოდეს. მისი თქმით, იმისთვის, რომ იდეა განხორციელდეს, მოქალაქეების აქტიურობაც საჭიროა.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 664-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ბაგრატის ტაძრის ეზოში, საღამოს 10:00 საათის შემდეგ მოხვედრა შეუძლებელია.
სამუშაოები ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ დაათვალიერა.
პროექტის განხორციელება 2015 წელს ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ძველი ნაქალაქარი ტერიტორიის დასუფთავებით დაიწყო.
მთავარი ტაძრის გუმბათიდან წვიმის წყალი ტაძრის ცენტრალურ ნაწილში ჩაედინება.

ამინდი