Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რეზო გაბრიაძის მოთხრობების მიხედვით გადაღებული ანიმაციური ფილმი ოსკარისთვის იბრძოლებს

თარიღი : 19-10-2019, 11:15 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა   
topnews.com.ge
ქუთაისელი სცენარისტის, რეჟისორის, მხატვრისა და სკულპტორის, რეზო გაბრიაძის მოთხრობების მიხედვით გადაღებული ანიმაციური ფილმი ოსკარის ნომინაციისთვის იბრძოლებს. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. აღნიშნული ფილმი, რომლის საპრემიერო ჩვენება ქუთაისში, სიმბოლურად თეთრ ხიდზე მოეწყო, რეზო გაბრიაძის ვაჟმა, რეჟისორმა ლევან გაბრიაძემ გადაიღო.

„დიმიტრი ცინცაძისა და ლევან აკინის შემდეგ, ლეო გაბრიაძე მესამე ქართველი რეჟისორია, რომელიც ოსკარის ნომინაციისთვის იბრძოლებს. "ჰარი-ჰარალე დედაო" (ფილმის ინგლისური სახელწოდება REZO) იმ 32 ანიმაციას შორის მოხვდა, საიდანაც საუკეთესო ანიმაციური ფილმის კატეგორიისთვის ნომინანტები უნდა შეირჩეს.

ოსკარის ნომინანტების ვინაობა 13 იანვარს გახდება ცნობილი, ხოლო დაჯილდოვების ცერემონიალს დოლბის თეატრი 9 თებერვალს უმასპინძლებს,“- აღნიშნულია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 500-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დოკუმენტური ფილმი რეზო ჭეიშვილის ცხოვრებაზე მოგვითხრობს. ფილმის გადაღება მაშინ დაიწყო, როცა მწერალი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.
16-19 ნოემბერს ქუთაისი ქართული კინოს ფორუმს უმასპინძლებს,
21 ოქტომბერს, 15:00 საათზე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში რეჟისორ რუსუდან გლურჯიძის ფილმის- 'სხვისი
პიესის ავტორი რეჟისორი და დამდგმელი მხატვარი რეზო გაბრიაძე გახლავთ.
ქუთაისის, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, ქალაქის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით, 13

ამინდი