Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვინ არის ქუთაისის მეცამეტე სკოლის ახალი დირექტორი

თარიღი : 18-10-2019, 16:03 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მე-13 საჯარო სკოლის დირექტორად ელისო ირემაძე დაინიშნა. ამის შესახებ იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მაია ცქიტიშვილმა განუცხადა. აღნიშნულ თანამდებობაზე ელისო ირემაძე დღეს წარადგინეს.

"მე-13 სკოლას ახალი დირექტორი უკვე ჰყავს. დღეს დამირიკეს სამინისტროდან ამასთან დაკავშირებით. ბრძანება უკვე ჩამოვიდა და სკოლის დირექტორად ქალბატონი ელისო ირემაძე დაინიშნა. რადგან შვებულებაში ვარ, ახალი დირექტორი დღეს, ჩემმა მოვალეობის შემსრულებელმა წარადგინა. ამდენად ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ქალაქის მერის მეუღლე თამთა ფოფხაძე ინიშნებოდა დირექტორად არასწორი და ცრუ გამოდგა. მე ზოგადად საზოგადოებაში გავრცელებულ ასეთ ინფორმაციებს ძალიან ნაკლებად ვაქცევ ყურადღებას,“- აცხადებს მაია ცქიტიშვილი.

ცნობისთვის, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ახლადრეაბილიტირებული მე-13 სკოლის დირექტორად ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას მეუღლის, თამთა ფოფხაძე განიხილებოდა. რაც შეეხება ახალ დირექტორს, ელისო ირემაძე პროფესიით ფიზიკოსია. ის ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, ფიზიკის შემსწავლელ კაბინეტს ხელმძღვანელობდა.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 1704-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღნიშნულ თანამდებობაზე განათლების მინისტრის წარდგინებით მაია ცქიტიშვილი დაინიშნა.
როგორც Topnews.com.ge-ს ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ბადრი ვაშაკიძემ განუცხადა, გორგოძემ დირექტორის
პედკოლექტივის თქმით, რესურსცენტის ხელმძღვანელმა განათლების მინისტრის დავალებით უკანონოდ ზვიად გორგოძე დანიშნა.
topnews.com.ge-მ გადაწყვიტა გარეკვია, რატომ არ აირჩიეს დირექტორი თავის დროზე ან რატომ არ დაინიშნა თავად სამინისტროს მიერ.
დირექტორის შეცვლის გადაწყვეტილება კლუბის ახალ მფლობელს, ზაალ ჩაჩავას ეკუთვნის.
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge აგრძელებს პოლიტიკოსების ქონებრივი დეკლარაციების გამოქვეყნებას. ამჯერად ქუთაისის მერის,

ამინდი