Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა უნდა გაკეთდეს იმერეთში ტურიზმის განვითარებისთვის-იმერეთის გუბერნატორის და ახალგაზრდა გიდების ასოციაციის თავმჯდომარის შეხვედრა

თარიღი : 17-10-2019, 17:09 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
იმერეთში ტურიზმის განვითარების პერსპექტივასთან დაკავშირებით, საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის თავმჯდომარე ლაშა ბერეკაშვილი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულს ზვიად შალამბერიძეს შეხვდა. შეხვედრაზე ისეთი თემები განიხილეს, როგორებიცაა:

მუნიციპალური ტურისტული ცენტრების ქმედითუნარიანობის გაზრდა, ციფრული მარშუტების შექმნა და მათი გენერირება საერთო ეროვნულ ტურისტულ აპლიკაციაში;
ქუთაისის და წყალტუბოს ფოტო რეკლამების არ არსებობა საზღვრებზე და ტურისტულად აქტიურ ადგილებში;
ტურისტულ ბაზრობებში მუნიციპალური ტურისტული ცენტრების მიერ მონაწილეობის მიღების ახალი მიდგომები და საშუალებები;
ქუთაისის და წყალტუბოს საერთო პოზიცირება;
ბაგრატის ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა და იქ ახალი მიზიდულობის კერის გაჩენა;
ტყიბულის ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია და ჩაის გზის განვითარების ხელშეწყობა;
გეგუთის ყბადაღებული ტრაფარეტების პრობლემა;
ცუცხვათის უნიკალური მღვიმის ჩასასვლელის სწრაფი რეაბილიტაცია და სხვა საკითხები.

ლაშა ბერეკაშვილი სოციალურ ქსელში აღნიშნავს, რომ შეხვედრამ კონსტრუქციულად ჩაიარა.

"შესაძლებელია მსგავსი შეხვედრა იმერეთის გუბერნატორთან გაფართოებული ფორმატით კვლავ ჩაინიშნოს, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება მისი რეგიონისთვის საჭირბოროტო საკითხების დაყენება და პირადად გუბერნატორისგან პასუხების მოსმენა,"-ამბობს ლაშა ბერეკაშვილი.


ნანახია: 726-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ზურაბიანის თქმით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ტურიზმია.
ქალაქში ტურისტებისა და ტურიზმიდან შემოსავლების მზარდი სტატისტიკის მიუხედავად, ტურისტულ ობიექტებში პრობლემები ისევ მოუგვარებელი
საქართველოს გიდების ასოციაციის ტურ-ოპერატორებმა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებმა ყველა ის მნიშვნელოვანი ობიექტი

ამინდი