Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მოსწავლეს, რომელიც ქუთაისში, მეცხრე საჯარო სკოლის ფანჯრიდან გადმოხტა, ოპერაცია ჩაუტარდა

თარიღი : 17-10-2019, 12:32 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
14 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ქუთაისის მეცხრე საჯარო სკოლის ფანჯრიდან გადმოხტა, დამაკმაყოფილებელია. მოზარდი გუშინ, წვივის ძვლების მოტეხილობით ქუთაისის რეფერალურ ჰოსტიპალში გადაიყვანეს. მას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია. ექიმების თქმით, მოსწავლის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„პაციენტი შემოვიდა გუშინ. წვივის ძვლების მოტეხილობა ჰქონდა. ჩაუტარდა ოპერაცია. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, თავს კარგად გრძნობს,"-აცხადებს ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალის სამედიცინო დირექტორი ირაკლი გოგინავა.

ქუთაისის მე-9 საჯარო სკოლის მეორე სართულის ფანრჯიდან მეათე კლასელი ბიჭის გადმოხტომის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. მომხდარზე საქმე სსკ 124-ე მუხლით აღიძრა, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

მოზარდი იმერეთის რეფერალურ საავადმყოფოში ამ დრომდე რჩება.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 394-ჯერ

მსგავსი სიახლეები
13 წლის მოზარდი შენობის მე-4 სართულის ფანჯრიდან დღეს გადმოვარდა.
17 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ავტომანქანა აფეთქდა

ამინდი