Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘მოსახლეობამ ამ პროექტის მიმართ დიდი აღფრთოვანება არ გამოხატა, ბევრი კრიტიკული მოსაზრება წამოვიდა მათი მხრიდან, არ მოეწონათ,’- რა ბედი ეწევა ქუთაისის მერის მიერ დაანონსებულ ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაციის პროექტს

თარიღი : 17-10-2019, 10:16 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის ცენტრალური ბულვარის განახლება ქალაქის მერის ერთ-ერთი დაპირება იყო, ისევე როგორც თეთრი ხიდისა და ასსაფეხურიანი კიბეების რეაბილიტაცია. ქუთაისის მერიის არქიტექტურის, ურბანული განვითარებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურში ჯერ კიდევ იანვრის თვეში საუბრობდნენ პროექტის მასშტაბურობაზე.

ფანტანის დეკორატიული იერსახის შეცვლა, გრანიტის აიტაკი, ფლორის განახლება და დეკორატიული მცენარეების შემატება, კაფე-ბარის გარესახის შეცვლა, მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება, ძელსკამებისა და ნაგვის ყუთების გამოცვლა, გარეგანათების სისტემის, ისტორიული ღობის ნაწილის აღდგენა და ადგილზე ბაგრატის ტაძრის მაკეტის განთავსება- ეს ის ძირითადი სამუშაოების ჩამონათვალი იყო, რასაც ქუთაისის მერია გასული წლის შემოდგომიდან ცენტრალურ ბაღში გეგმავდა. პროექტი დაახლოებით ერთი მილიონი ლარის ღირებულების იყო.

ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებდნენ, რომ ბულვარის რეაბილიტაციის პროექტის შერჩევა საზოგადოების ჩართულობით მოხდებოდა. ყველაზე მეტი ქულის მქონე ელემენტი ბულვარის პროექტის საბოლოო ვერსიაში აისახებოდა, რომლის საფუძველზეც სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა გამოცხადდებოდა.

პროექტი მერიის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზეც განიხილეს.

იმერეთი მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews. Com.ge დაინტერესდა , რა ეტაპზეა რეაბილიტაციის საკითხი, როდის განხორციელდება პროექტი და რა ბედი ეწევა ქუთაისის ცენტრალურ ბულვარს.

როგორც გაირკვა, აღნიშნული პროექტი მრჩეველთა საბჭოსა და საზოგადოების მხრიდან უკმაყოფილების გამო, შეჩერებულია. უახლოესს პერიოდში კი ახალ პროექტზე დაიწყება მუშაობა.

„მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე ეს საკითხი სადღაც 4-5 თვის წინ იყო გამოტანილი. პროექტის ორივე ვარიანტი (ერთი არონავტიკის თემატიკის და მეორე მე-19 საუკუნის სტილში რეაბილიტაციის) რომელიც განიხილებოდა, დაწუნებული იყო. შემდეგ მერიამ გაიტანა საჯარო განხილვაზე, ხალხს რომ შეეფასებინა, მაგრამ მაინცდამაინც მოწონება არ მოჰყვა. ამიტომ დაპროექტირება ამ ეტაპზე მერიამ შეაჩერა,“ - აცხადებს ქუთაისის მრჩეველთა საბჭოს მდივანი ნუგზარ კოხრეიძე.

„საპროექტო წინადადებები გამოცხადებული იყო, მაგრამ მოსახლეობამ ამ პროექტის მიმართ დიდი აღფრთოვანება არ გამოხატა, ბევრი კრიტიკული მოსაზრება წამოვიდა მათი მხრიდან, არ მოეწონათ. ამიტომ უარი ვთქვით ამ პროექტის განხორციელებაზე. მალე ახალ პროექტს შევთავაზებთ მოქალაქეებს და ფულს მხოლოდ მაშინ გადავიხდით პროექტში, როცა საზოგადოებას აღნიშნული მოეწონება,“- აცხადებენ ქუთაისის მერიის პრესსამსახურში.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის ცენტრალურ ბულვარს რეაბილიტაცია ბოლოს 2006 წელს ჩაუტარდა. როგორც ჩანს, მისი იერსახის შეცვლა კიდევ დიდი ხნით გადაიწევს.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 322-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამ ეტაპზე გამოცხადებულია კონკურსი პროექტირებაზე, ხოლო გამარჯვებული კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი.
როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტი მასშტაბურია და ის ბაღის როგორც მიწისქვეშა და მიწისზედა კომუნიკაციების განახლებას, ისე ახალი
როგორც მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, ბალახვნის ასსაფეხურიანი კიბეების პროექტი საბოლოო სახეს მოსახლეობასთან და არასამთავრობო

ამინდი