ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე აირჩიეს
თარიღი : 2-03-2014, 17:50 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ერთი წლის ვადით, კვლავ გია თევდორაძე აირჩიეს.
დარეგისტრირებული 695 დელეგატიდან 565-მა დელეგატმა მხარი გია თევდორაძეს დაუჭირა.
"დიდ მალდობას ვუხდი ყველას გამოცხადებული ნდობისთვის. მომდევნო წლების განმავლობაში ვეცდები თქვენი იმედები ბოლომდე გავამართლო,"- აცხადებს თევდორაძე.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის "ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობაზე ორი კანდიდატი: საპარლამენტო უმცირესობის წევრი გია თევდორაძე და ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი ამირან თევდორაძე იყრიდნენ კენჭს.
ცნობისთვის, რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის არჩევის გარდა, დღესვე პარტიის წევრმა ქუთაისის პოლიტსაბჭოს 20 წევრი აირჩია.