Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სამტრედია–გრიგოლეთის გზის 18.5 კილომეტრიანი მონაკვეთი 2020 წელს გაიხსნება

თარიღი : 16-10-2019, 11:59 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
სამტრედია–გრიგოლეთის გზის 18.5 კილომეტრიანი მონაკვეთის (ლოტი 2) მშენებლობის ფარგლებში, 2020 წელს ყველაზე მჭიდროდ დასახლებული მონაკვეთი, ჯაპანიდან-ლანჩხუთის ცენტრამდე მისასვლელი ახალი გზა გაიხსნება. ამ დროისთვის, სამშენებლო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

სამტრედია–გრიგოლეთის მე-2 მონაკვეთის მშენებლობის პროექტი 18.5 კილომეტრიანი 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 16 სახიდე გადასასვლელის, მათ შორის 3 სატრანსპორტო კვანძის (გზაგამტარი), წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას ითვალისწინებს.
პროექტის მიზანია, ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე მზარდი სატრანსპორტო ნაკადების გამტარუნარიანობის, უსაფრთხო საავტომობილო მგზავრობისა და შეუფერხებელი სატრანზიტო მიმოსვლის უზრუნველყოფა.

სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-2 მონაკვეთი გურიის რეგიონში ქ. ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ჯაპანას, ქვიანს, ნიგოითსა და ქვემო შუხუთს გაივლის.
პროექტის  სახელშეკრულებო ღირებულება 254 მილიონ ლარს შეადგენს. სამუშაოებზე 400-მდე ადამიანია დასაქმებული.

სამუშაოები ასევე მიმდინარეობს, სამტრედია-გრიგოლეთის გზის პირველ და მეოთხე მონაკვეთებზე, ხოლო მესამე მონაკვეთზე სადაც ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო კონტრაქტორს ხელშეკრულება შეუწყდა, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და დონორ ორგანიზაციასთან მოლაპარაკება მიმდინარეობს ტენდერის ხელახლა გამოსაცხადებლად.


ნანახია: 276-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კონტარქტორ ორგანიზაციებს, სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას დაშვებულ ხარვეზებზე მითითება მიეცათ, რომელიც უახლოეს პერიოდში
ამ დროისათვის, აღნიშნულ მონაკვეთზე გზის საფუძვლისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტი ევროპის საინვეტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 113 მილიონი ლარია.
სამტრედიაში, სამტრედია-გრიგოლეთის ოთხზოლიანი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დაახლოებით 12 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის გახსნის
ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, 15.2 კმ-იან მონაკვეთზე, აშენდა ცემენტ-ბეტონის საფარიანი 4