Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

განახლებული ქუთაისის თოჯინების თეატრი ახალი თეატრალური სეზონისთვის ემზადება

თარიღი : 16-10-2019, 10:58 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო თეატრი მორიგ სეზონს სავარაუდოდ ნოემბრის ბოლოს გახსნის. წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი „ჩხიკვთა ქორწილი“, რომელსაც ქუთაისელი მაყურებელი თეატრის განახლებულ კედლებში იხილავს. სპექტაკლის რეჟისურა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ლევან გაბრიჭიძეს ეკუთვნის. სპექტკალზე მუშაობა უკვე დაწყებულია.
http://www.picz.ge/img/s3/1910/16/2/28c8aba35465.jpg
„მოუთმენლად ველოდებით ჩვენს მაყურებელთან ერთად განახლებულ თოჯინების თეატრს. 20 დან 25 ნოემბრამდეა განსაზღვრული სეზონის გახსნა, რადგან ახალი ტექნოლოგიების გამართვას დრო სჭირდება,"- წერია თოჯინების თეატრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის თოჯინების თეატრის სრული რეაბილიტაციისთვის 534 655 ლარი იყო გამოყოფილი. რეაბილიტაცია საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება.

ცნობისთვის, თეატრს 1987 წლის შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩატარებია.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 980-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თოჯინების თეატრის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წლის მეორე კვარტალში დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება.

ამინდი