ქუთაისს 2016 წელს ევროპული სტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელი ექნება
თარიღი : 2-03-2014, 15:46 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

„საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის „განსაკუთრებულ შეთანხმებას“ მოეწერა ხელი.
აღნიშნული შეთანხმება ითვალისწინებს „ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის“ განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც პროექტის განსახორციელებლად გამოყოფილი 22 მილიონი ევროს განკარგვა მოხდება.
„ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტი“ გულისხმობს 2016 წლის ბოლომდე ევროპული სტანდარტების შესაბამისი ახალი რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის მშენებლობას ქუთაისში და ძველი ნაგავსაყრელის ევროპული სტანდარტების შესაბამისად დახურვას. ქუთაისის მყარი ნარჩენების მართვის პროექტი ჩვენთვის პირველი ევროპული სტილის რეგიონული მნიშვნელობის პროექტია. ყველა ძირითადი მოსამზადებელი პროცედურა უკვე დასრულებულია. დღეს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის შემდეგაც უკვე დაიწყება საპროექტო სამუშაოები და მას მოყვება სამშენებლო სამუშაოები. როგორც კი ახალი ნაგავსაყრელი ექსპლოატაციაში შევა, ქუთაისში ამჟამად არსებული ნაგავსაყრელი დაიხურება“, - განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ.