იტვირთება

რისთვის უხდის ხარაგაულის მერს მადლობას სოფელ მარელისის მოსახლეობა?

რისთვის უხდის ხარაგაულის მერს მადლობას სოფელ მარელისის მოსახლეობა?

ხარაგაულის მერივკობა ლურსმანაშვილი სოფელ მარელისის მაცხოვრებლებს შეხვდა. შეხვედრას მერის მოადგილეები-ვარლამ ჭიპაშვილი, დავით დევდარიანი და მერის წარმომადგენლის ასისტენტი, ლევან მაღრაძე ესწრებოდნენ. შეხვედრის ძირითადი თემას საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება წარმოადგენდა.

"სოფელ მარელისის მაცხოვრებლებმა მერს ბერეწმინდის, კელასაურისა და მაცხოვრის ამაღლების ტაძრამდე მისასვლელი გზის მობეტონების მოთხოვნით მიმართეს. კობა ლურსმანაშვილმა ყურადღებით მოუსმინა მოქალაქეებს და განმარტა, რომ ხარაგაულის მასშტაბით სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ძალიან კარგი ტემპით მიმდინარეობს და პროექტების დაგეგმვა პრიორიტეტების შესაბამისად ხდება,"-ნათქვამია ხარაგაულის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ვცდილობთ სწორად გადავანაწილოთ საბიუჯეტო რესურსი და საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად ხარაგაულის თითოეულ სოფელში განვახორციელოთ პროექტი. მიმდინარე წელს სოფელ მარელისში პრობლემური უბნის საპროექტო სამუშაოები განხორციელდება, რომლის რეაბილიტაციაც დაფინანსების მოპოვების შემდგომ მოხდება,"-განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.

მერის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე გადასაადგილებლად რთული მონაკვეთები შეკეთდება.

"შეხვედრაზე მოქალაქეებმა მერს მადლობა გადაუხადეს სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის. ხარაგაულის მერიამ აღნიშნული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განახორციელა, რის შედეგადაც სოფელ მარელისში, ბერეწმინდის უბანში, 45 ოჯახისთვის სასმელი წყლის პრობლემა მოგვარდა,"-აცხადებენ ხარაგაულის მერიაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები