Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'წელს საქართველოში კიდევ უფრო გაუმჯობესებული ვაქცინა შემოდის,'- ოქტომბრის ბოლოდან გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია იწყება

თარიღი : 14-10-2019, 12:27 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია ოქტომბრის ბოლოდან დაიწყება. მაღალი რისკ ჯგუფის ადამიანები სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უფასოდ აიცრებიან. „დაავადებათა კონტროლის ცენტრის“ იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძე განმარტავს, რომ გასული წლის მსგავსად, მიმდინარე წელსაც იგეგმება ღია აქციები, სადაც გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ნებისმიერი მსურველისთვის უფასო იქნება.

„საქართველოში ვაქცინები თვის ბოლოსკენ შემოვა და შემდეგ დავიწყებთ განაწილებას და მიწოდებას. ოქტომბრის ბოლოდან უკვე დაწყებული იქნება ყველა რისკ ჯგუფების ვაქცინირების და იმუნიზაციის პროცესი . ეს რისკ ჯგუფები არიან დიაბეტით დაავადებული პირები, მოხუცთა და ბავშვთა თავშესაფარში მყოფი პირები, სამედიცინო პერსონალი, ორსული ქალბატონები, შიდცითა და C ჰეპატიტით ინფიცირებულები, რომლებიც მკურნალობაზე იმყოფებიან. წელს სააღმზრდელო დაწესებულების პედაგოგები დაემატა, ანუ შერჩეულია ის კონტიგენტი, რომლებიც განსაკუთრებით მაღალ რისკს წარმოადგენენ, როგორც დაავადების გართულების, ისე დაავადების გავრცელების თვალსაზრიით. გარდა ამისა, იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც არ ჯდებიან რისკ ჯგუფში, არ გამოვრიცხავ, რომ წელსაც ჩავატარებთ ღია აქციებს და ნებისმიერ მსურველს ამ აქციის ფარგლებში უფასოდ ავცრით.

საქართველოში წელს კიდევ უფრო გაუმჯობესებული ვაქცინა შემოდის. ხარისხი რა თქმა უნდა, ანალოგიურად მაღალია, როგორიც ყოველ წელს გვქონდა, მაგრამ ამჯერად არის ოთხ კომპონენტიანი. შესაბამისად გრიპის ოთხ ქვეტიპისგან იცავს ის ადამიანის ორგანიზმს,“- აცხადებს გოჩა გიორგიძე.

გოჩა გიორგიძე მოქალაქეებს გრიპის ვაქცინაციის ჩატარებისკენ მოუწოდებს.


ნანახია: 473-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გრიპის ვირუსი მუცლადმყოფმა ნაყოფმაც შესაძლოა ისევე გადაიტანოს, როგორც თავად ორსულმა. ამიტომ, სპეციალისტები ორსულ ქალბატონებს
სეზონის მოახლოებასთან ერთად, ექიმები, ქვეყანაში ვირუსების მკვეთრ მატებას ელოდებიან. სპეციალისტები მოსახლეობას პრევენციული
გრიპის ვირუსის გართულებების განვითარების რისკ- ჯგუფებს მიეკუთვნებიან გულისა და სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებით

ამინდი