Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

დღეს 'ქუთაისი 2010' თბილისის 'ვერა'-ს დაუპირისპირდება

თარიღი : 13-10-2019, 13:43 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
დღეს სტარტს სუპერლიგის ახალი სეზონი აიღებს. პირველი მატჩი "ქუთაისი 2010"-ის მონაწილეობით ჩატარდება. საკალათბურთო გუნდი გასვლაზე გათამაშების დებიუტანტს, თბილისურ "ვერას" 16:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში შეხვდება.

"უკვე ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენი გუნდი სრულიად გადახალისებული შემადგენლობით იწყებს სუპერლიგის სეზონს. ბევრი ახალი მოთამაშე გვყავს და რაც სასიხარულოა, მათ შორის უმეტესობა ქუთაისელია. საკუთარი ქალაქისთვის თამაში ბიჭებისთვის დამატებითი მოტივაცია იქნება, რაც გუნდს დასახული მაღალი მიზნების მიღწევაში უთუოდ დაეხმარება. გვყავს ასევე სამი ლეგიონერი, რომლებიც პირველად დაიცავენ გუნდის ღირსებას. ვიმედოვნებთ, ისინი ბოლომდე გამოავლენენ საკუთარ შესაძლებლობებს.

ვეცადეთ მაქსიმალურად კარგად მოვმზადებულიყავით სასტარტო ტურისთვის. მიუხედავად იმისა, რომ სუპერლიგის დებიუტანტს ვხვდებით, დარწმუნებული ვარ, "ვერა“ გამოცდილი დამრიგებლის ირაკლი ხოშტარიას ხელმძღვანელობით ეცდება ამ თამაშშიც და საერთოდ, ღირსეულად წარდგეს.

ჩვენ ერთი კვირა ვემზადეთ ამ შეხვედრისთვის და გარკვეული გეგმა გვაქვს დასახული. თუ ამ გეგმას არ გადავუხვევთ, წესით, არ უნდა გაგვიჭირდეს პირველი გამარჯვების მოპოვება,"- აცხადებს "ქუთაისი 2010"-ის მწვრთნელი კოტე ტუღუში.


ნანახია: 615-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სუპერლიგის ფინალური სერიის პირველი მატჩი 'ქუთაისი 2010'-ის გამარჯვებით დასრულდა.
'ქუთაისმა' ნახევარფინალური სერიის გადამწყვეტი, მეხუთე მატჩი 'რუსთავს' მოუგო.
გადამწყვეტი შეხევდრა 30 მაისს, ქუთაისის სპორტის სასახლეში 19 საათზე გაიმართება.
ქუთაისის სპორტის სასახლეში, საკალათბურთო სუპერლიგის მეორე წრის პირველი ტურის შეხვედრა ცარიელ დარბაზში ჩატარდა.
ქუთაისელი კალათბურთელები მიზანთან ახლოს იყვნენ და თამაშის მიმდინარეობისას არაერთხელ დაწინაურდნენ, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება

ამინდი