Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სამტრედიაში, ირანის მოქალაქეს გაჩერებული ავტომოილიდან ფული მოპარეს

თარიღი : 13-10-2019, 10:49 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი - 1974 წლის დაბადებული, წარსულში ქურდობისა და ძარცვისათვის ნასამართლევი გ.ბ. და 1992 წლის დაბადებული გ.ბ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სამტრედიაში, დავით აღმაშენებლის გამზირზე გაჩერებული, ირანის მოქალაქის კუთვნილი ავტომანქანიდან მოიპარეს ხელჩანთა, სადაც იდო 1300 აშშ დოლარი, 3 400 000 ირანულ რეალი, მობილური ტელეფონი და სხვადასხვა დოკუმენტი.

პოლიციამ ორივე პირი მომხდარიდან მალევე დააკავა, ნაქურდალი ნივთები და ფული კი ნივთმტკიცებად ამოიღო.

ბრალდებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით, სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.


ნანახია: 629-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული მომხდარიდან 2 დღეში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას,

ამინდი