Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'საოცნებო მწვერვალზე ავედით,'- მთამსვლელების ექსპედიცია შვეიცარიისა და საფრანგეთის ალპების დასალაშქრად

თარიღი : 12-10-2019, 17:36 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ბექარ ფაჯიშვილი და ქუთაისელი თემურ ქურდიანი შვეიცარიისა და საფრანგეთის ალპების მოსანახულებლად გაემგზავრნენ. მათ ექსპედიციის ფარგლებში რამდენიმე საინტერესო მთა და მარშრუტი აქვთ შერჩეული. ამის შესახებ მთამსვლელი ბიჭები სოციალურ ქსელში წერენ:

„დიდი ხნის წინ ჩაფიქრებული ექსპედიცია მოახლოვდა. მე და თემო მივდივართ შვეიცარიისა და საფრანგეთის ალპებში, სადაც რამდენიმე საინტერესო მთა და მარშრუტი გვაქვს შერჩეული. ჩვენი მოგზაურობის განმავლობაში მიმდინარე ამბებს და სიახლეებს დროდადრო გაგიზიარებთ“.

მთამსვლელებისათვის ერთ-ერთი ასეთი საინტერესო მარშრუტი მატერჰორნი აღმოჩნდა. ბიჭები დიდი ხნის ნანატრ მწვერვალზე ავიდნენ.

„გუშინ მე და თემო მატერჰორნზე კლასიკური გზით ავედით. სამწუხაროდ თავდაპირველად განზრახულ მარშრუტზე, ჩრდილოეთ კედელზე არახელსაყრელი პირობები იყო. ახალი მოსული თოვლის პირობებში კლასიკური მარშრუტიც საკმაოდ გართულდა. მიუხედავად ამისა, მაინც ხალისით ავედით დიდი ხნის ნანატრ მწვერვალზე,“- წერს ბექარ ფაჯიშვილი სოციალურ ქსელში და მოგზაურობის ამსახველ ფოტოებსაც გვიზიარებს.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 956-ჯერ

მსგავსი სიახლეები
"თეთნულდი" მესტიის რაიონში, სვანეთის კავკასიონზე მთავარ წყალგამყოფ ქედზე მდებარეობს. მისი სიმაღლე 4852 მეტრს შეადგენს. მწვერვალი

ამინდი