იტვირთება

ზესტაფონის სპორტის სასახლე მოსწავლე მოკრივეთა შორის ჩემპიონატს მასპინძლობს

ზესტაფონის სპორტის სასახლე მოსწავლე მოკრივეთა შორის ჩემპიონატს მასპინძლობს

ზესტაფონის სპორტის სასახლე მოსწავლე მოკრივეთა შორის საქართველოს ჩემპიონატს  მასპინძლობს. აღნიშნულ ტურნირში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 190 სპორტსმენი მონაწილეობს. 

საქართველოს ჩემპიონატში ვაჟებთან ერთად გოგონებიც ასპარეზობენ. სპორტული შეჯიბრი 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება და წარმატებული სპორტსმენები სპეციალური სიგელებითა და პრიზებით დაჯილდოვდებიან. 

გამარჯვებული სპორტსმენებით კი საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები დაკომპლექტდება, რომელიც სამომავლოდ  იტალიის ქალაქ, ასისში ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.


ტეგები:

Facebook - კომენტარები