Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ვიდრე მსხვერპლი არ იქნება არ დაანგრევთ?,'-ქუთაისში უფუნქციოდ დარჩენილი შენობების მიხედვას ითხოვენ

თარიღი : 11-10-2019, 12:11 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, კიკნაძის ქუჩაზე არსებულ ერთ-ერთ მიტოვებულ შენობასთან პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, აღნიშნული შენობა უკვე წლებია უფუნქციოადაა და დანგრევის პირასაა. ამასთან, მოსახლეობისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

"ესაა ძველი შენობა, აქ როგორც ვიცი თავიდან ქუთაისის საქალაქო სასამართლო იყო, ჩემს ბავშვობაში ჭიდაობის დარბაზიც იყო, მეც მაქვს აქ ნავარჯიშები. შემდგომ მიმაგრების ხალხი ცხოვრობდა. მერე ლტოლვილებიც. ქუთაისში ასეთი ძველი შენობები ერთეულია. ახლა გაპარტახებული და გავერანებულია. იმის მაგივრად რომ ეს შენობა რამე სასარგებლოდ გამოვიყენოთ, მიტოვებულია და ინგრევა. აქ მაცხოვრებლებმა ბევრჯერ მიმართეს მერიას ან დაენგრიათ ან რამე ფუნქცია მიეცათ. რამდენ ხანს უნდა იდგეს ასე? სანამ რომელიმე ბავშვს თავში არ დაეცემა აგური? როდემდე 2040 წლამდე, 2050-მდე, თუ როდემდე? ეს არ უნდა აწუხებდეს ქალაქის მერს?"-ამბობს გოგი წულაია.

მიტოვებული შენობა საფრთხეს წარმოადგენს მოსახლეობისთვის.

"აქვე ვცხოვრობ, 2 წლის ბავშვი გარეთ ვერ გამომყავს. გასულ წელს ჩემი სახლის წინ ფანჯარასთან ქვეწარმავალი მოვკალით. პატარა ბავშვები, მოზარდები ხშირად თამაშობენ ამ შენობასთან. ვიდრე მსხვერპლი არ იქნება არ დაანგრევთ? გარდა ამისა საპირფარეშოდაცაა ქცეული. ყველა გამვლელ-გამომვლელი აქ შედის ტუალეტისთვის. აქ ბევრჯერ იყვნენ მოსული მერიიდანაც, თუმცა არაფერი შედეგი არაა. 2013 წელს დაიწვა ეს შენობა და მას შემდეგ ასეა მიტოვებული. უცნაური ისაა რომ ეს შენობა კადრებში ყოველ წელსაა. მოდიან, იღებენ, იქმნება კომისიებიო. ხან კერძო პირმა უნდა შეისყიდოსო, მარა წლები გადის და შენობა ასე დგას,"-აცხადებენ მოქალაქეები.


ნანახია: 414-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი