ჭიათურაში თანამედროვე სტანდარტების საბაგირო გზების მშენებლობა დასასრულს უახლოვდება
თარიღი : 10-10-2019, 17:47 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე პირველ მოადგილესთან გიორგი ბიწაძესთან ერთად საფრანგეთი-საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის ბორდის წევრს, დომენიკ ბევეს და ფრანგული კომპანია ,,Pomagakski”-ის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის მთავარი თემა ჭიათურაში ერთ-ერთი მასშტაბური პროექტის-თანამედროვე სტანდარტების საბაგირო გზების მშენებლობის ბოლო სამუშაოების განხილვა იყო.
"ფრანგ სტუმრებთან ერთად ჩვენ გავიარეთ სამუშაოების ბოლო პროცესი,რაც იმედს გვაძლევს,რომ პროექტი უახლოეს მომავალში დასრულდება,"-განაცხადა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ.
საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობების მიერ 40 მლნ ლარით დაფინანსებული მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დასასრულს მიუახლოვდა. რევერსიული, გონდოლებიანი საბაგირო გზების მოწოდება ფრანგულმა კომპანიამ ,,Pomagalski”-უზრუნველყო. გზის სიგრძე 3428 მეტრია. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ცენტრალური სადგურისა და აქედან გამავალი 3 მიმართულების: სანატორიუმის, ნაგუთისა და ლეჟუბნის მოწყობა, შემდეგ ეტაპზე კი მუხაძის საბაგირო გზის მშენებლობა.