ვინ გახდა ქუთაისში, ჭადრაკში ჩატარებული საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული
თარიღი : 10-10-2019, 11:54 | კატეგორია: ახალი ამბები

1–9 ოქტომბერს ქუთაისში პირველი საერთაშორისო ტურნირი ჭადრაკში "მაია ჩიბურდანიძის თასი" 8,10,12 და 16 წლამდე გოგონათა და ჭაბუკთა შორის ჩატარდა.
შეჯიბრება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად გაიმართა. გამარჯვებულები ქუთაისის მერიის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ელეონორა გოგოლაშვილმა და ა(ა)იპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების წარმომადგენლებმა თასებით, მედლებით და დიპლომებით დააჯილდოვეს. ამასთან, გამარჯვებულები და პრიზიორები სოლიდურ ფულად პრემიებსაც მიიღებენ. ტურნირის საპრიზო თანხა 20 000 ლარი გახლდათ, რომელიც შესაბამისად, გამარჯვებულებსა და პრიზიორებზე გადანაწილდება.
ტურნირის საუკეთესო მოჭადრაკე გოგონასთვის განკუთვნილი მაია ჩიბურდანიძის სახელობის პრიზი 10 წლამდე გოგონათა შორის გამარჯვებულ თეკლა კოღუაშვილს (ქუთაისი) გადაეცა.
საუკეთესო მოჭადრაკე ბიჭისთვის განკუთვნილი გია გიორგაძის სახელობის პრიზის მფლობელი 10 წლამდე ჭაბუკთა შორის გამარჯვებული გიორგი გიორგაძე (ქუთაისი) გახდა.
დავით ჩირაძის სახელობის პრიზის მფლობელი, რომელიც საუკეთესო მწვრთნელისთვის იყო დაწესებული, ნიკოლოზ მანაგაძე გახდა. გამოვლინდა 8, 10, 12 და 16 წლამდე გამარჯვებული გოგონები და ვაჟები.
ტურნირი ქუთაისის მერიის დაფინანსებით გაიმართა. შეჯიბრების საორგანიზაციო მხარეს კი საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია და იმერეთის ჭადრაკის რეგიონალური ფედერაცია უზრუნველყოფდნენ.