Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

დედა, რომლის თქმით, მისი 13 წლის შვილი 'ლურჯი ვეშაპის' მსხვერპლია, მშობლებს აფრთხილებს

თარიღი : 9-10-2019, 16:59 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბას სულ უფრო ხში­რად აშ­ფო­თებს ინ­ფორ­მა­ცია ინ­ტერ­ნეტ­ში ე.წ. სა­სიკ­ვდი­ლო თა­მა­შე­ბის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ.

ერთი თვის წინ თერ­ჯო­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში 14 წლის ბი­ჭის თვით­მკვლე­ლო­ბას, ახ­ლობ­ლე­ბი სა­ვა­რა­უ­დოდ, თა­მაშ „ლურჯ ვე­შაპს“ უკავ­ში­რე­ბენ. არას­რულ­წლოვ­ნე­ბის სუ­ი­ცი­დის კი­დევ რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვას აი­გი­ვე­ბენ აღ­ნიშ­ნულ თა­მაშ­თან, თუმ­ცა არ­ცერთ შემ­თხვე­ვა­ში არ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლა, კონ­კრე­ტუ­ლად რამ გა­მო­იწ­ვია ასე­თი ტრა­გი­კუ­ლი შე­დე­გი...

ნანა ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი 20017 წელს გარ­დაც­ვლი­ლი 13 წლის გო­გო­ნას დე­დაა. ელე­ნე ორი წლის წინ მა­ღალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სის მე-13 სარ­თუ­ლი­დან გად­მოხ­ტა...

და­ღუ­პუ­ლი მო­ზარ­დის დედა შვი­ლის სიკ­ვდილს ინ­ტერ­ნეტ­თა­მაშს უკავ­ში­რებს და მშობ­ლებს სიფრ­თხი­ლის­კენ მო­უ­წო­დებს:

"სხვა მი­ზე­ზი უბ­რა­ლოდ არ არ­სე­ბობს, რის გა­მოც შე­იძ­ლე­ბო­და ელე­ნეს ეს გა­ე­კე­თე­ბი­ნა... გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და, თუმ­ცა სა­გან­გა­შო რომ რამე შე­მე­ტყო, ახლა ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი არ მო­მი­წევ­და...

ჩა­კე­ტი­ლო­ბა, ინ­ტე­რე­სის გაქ­რო­ბა ყვე­ლაფ­რის მი­მართ, მე­გობ­რე­ბის ჩა­მო­შო­რე­ბა, ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში დიდი დრო­ის გა­ტა­რე­ბა, მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­თან მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა - ეს ის სიმპტო­მე­ბია, რაც შე­იძ­ლე­ბა მო­ზარ­დის გარ­და­ტე­ხის ასა­კის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბად მი­ვიჩ­ნი­ოთ, ამი­ტომ არ მი­ფიქ­რია, რომ შე­იძ­ლე­ბო­და ინ­ტერ­ნეტ­თა­მა­ში გამ­ხდა­რი­ყო ამ ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ზე­ზი.

გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე, ელე­ნემ უარი თქვა ზღვა­ზე წას­ვლა­ზე, არა­და ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ზღვა. გვე­უბ­ნე­ბო­და, რომ სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მებს არ ჩა­იც­მევ­და. ახლა რომ ვა­ა­ნა­ლი­ზებ, რო­გორც ჩანს, და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ჰქონ­და სხე­ულ­ზე და არ უნ­დო­და ეს გა­მო­ჩე­ნი­ლი­ყო...

მინ­და მშობ­ლებს მო­ვუ­წო­დო: ძა­ლი­ან დიდი სიფრ­თხი­ლე და ყუ­რა­დღე­ბა გა­მო­ი­ჩი­ნონ! ყვე­ლა­ზე სა­გან­გა­შო სიგ­ნა­ლე­ბი, რაც ამ ვე­რაგ თა­მაშ­ში ჩარ­თუ­ლო­ბა­ზე მი­უ­თი­თებს, არის ინ­ტერ­ნეტ­თან დიდი დრო­ის გა­ტა­რე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით ღა­მის სა­ა­თებ­ში, ასე­ვე, ჩაც­მუ­ლო­ბის სტი­ლის შეც­ვლა - ცდი­ლო­ბენ ისე­თი ტან­საც­მე­ლე­ბი ჩა­იც­ვან, რომ მთე­ლი სხე­უ­ლი და­ფა­რუ­ლი ჰქონ­დეთ, რად­გან თვით­და­ზი­ა­ნე­ბა, რო­მე­ლიც ამ თა­მა­შის ერთ-ერთი მთა­ვა­რი და­ვა­ლე­ბაა, არ გა­მოჩ­ნდეს", - გვე­უბ­ნე­ბა ნანა ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი.

გარ­დაც­ვლი­ლი მო­ზარ­დის დედა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მი­იჩ­ნევს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას ამ სა­შიშ­რო­ე­ბის მი­მართ. "მშობ­ლებ­მა უნდა და­ი­ჯე­რონ, რომ "ლურ­ჯი ვე­შა­პი“ არ­სე­ბობს და საფრ­თხე რე­ა­ლუ­რია" - ამ­ბობს შვილმკვდა­რი დედა.

ამას­თან, იგი სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზეც ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას:

"უკვე მე­რამ­დე­ნე შემ­თხვე­ვა, რომ მო­ზარ­დე­ბის თვით­მკვლე­ლო­ბე­ბის წამ­ყვან ვერ­სი­ად გა­ნი­ხი­ლე­ბა ეს სა­ზა­რე­ლი ინ­ტერ­ნეტ­თა­მა­ში. მსოფ­ლი­ოს არა­ერ­თი ქვე­ყა­ნა სის­ტე­მურ დო­ნე­ზე ებ­რძვის უკვე ამას. სა­ჭი­როა, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ი­ჩი­ნოს ინი­ცი­ა­ტი­ვა, რათა სკო­ლებ­ში გავ­რცელ­დეს ინ­ფორ­მა­ცია ასე­თი თა­მა­შე­ბის შე­სა­ხებ. უნდა მოქ­მე­დებ­დეს ცხე­ლი ხაზი, სა­დაც ექ­ნე­ბა და­რეკ­ვის და კონ­სულ­ტა­ცი­ის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა რო­გორც მო­ზარდს, ისე მშო­ბელს თუ პე­და­გოგს.

ძა­ლი­ან დიდი პრობ­ლე­მაა ფსი­ქო­ლო­გე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა, რა­შიც სა­ხელ­მწი­ფო უნდა და­ეხ­მა­როს ოჯა­ხებს. სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბებ­მა უნდა შე­ი­მუ­შა­ონ უფრო ეფექ­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის და პრე­ვენ­ცი­ის მე­ქა­ნიზ­მე­ბი“ - აცხა­დებს ნანა ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა ელე­ნეს გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მეს, შსს მას უკვე ორი წე­ლია იძი­ებს. საქ­მე 115-ე მუხ­ლით არის აღ­ძრუ­ლი, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს.

ამ საქ­მის გარ­და, ათე­უ­ლო­ბით საქ­მეა აღ­ძრუ­ლი მო­ზარ­დთა სუ­ი­ცი­დის ფაქ­ტზე, სა­დაც თვით­მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ად ინ­ტერ­ნეტ­თა­მა­ში მი­იჩ­ნე­ვა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა თა­მა­შის არ­სე­ბო­ბას რე­ა­ლუ­რად მი­იჩ­ნევს და მას გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში ერთ-ერთ ვერ­სი­ა­დაც გა­ნი­ხი­ლავს, „ლურჯ ვე­შა­პთან“ სუ­ი­ცი­დის კავ­ში­რი არ­ცერთ საქ­მე­ში ჯერ არ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლა.

რამ­დე­ნი­მე თვის წინ აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით შსს-მ ვრცე­ლი გან­ცხა­დე­ბაც გა­ავ­რცე­ლა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს კი­ბერ­და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის სამ­მარ­თვე­ლო­ში და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა ონ­ლა­ინ­თა­მაშ - „ლურ­ჯი ვე­შა­პის“ შემ­ქმნე­ლე­ბის მიერ არას­რულ­წლო­ვან­თა თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე და თვით­მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის, ასე­ვე, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მო­ნა­ცე­მის უკა­ნო­ნოდ გა­მო­ყე­ნე­ბის ფაქ­ტზე.

„გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში პო­ლი­ცი­ამ დე­ტა­ლუ­რად შე­ის­წავ­ლა უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რო­მე­ლიც შე­ე­ხე­ბო­და სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის მიერ „ლურ­ჯი ვე­შა­პის“ შე­საძ­ლო თა­მა­შის ფაქ­ტებს. ამას­თან, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხურს მი­ე­ცა მი­თი­თე­ბა, თუკი რო­მე­ლი­მე მოს­წავ­ლეს სხე­ულ­ზე რა­ი­მე სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბას - მათ შო­რის, ნა­კაწ­რის სა­ხით - შე­ამ­ჩნევ­დნენ, პო­ლი­ცი­ის­თვის ეც­ნო­ბე­ბი­ნათ.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, მი­ღე­ბუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნი გა­მო­კი­თხეს. გა­მო­ძი­ე­ბა, თი­თო­ე­უ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბის თუ გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ვლი­ა­ნად და სიღ­რმი­სე­უ­ლად გა­მო­ძი­ე­ბის მიზ­ნით, გარ­და არას­რულ­წლო­ვან­თა გა­მო­კი­თხვი­სა, აქ­ტი­უ­რად იყე­ნებ­და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ფსი­ქო­ლო­გე­ბის დახ­მა­რე­ბას.

ასე­ვე, გან­ხორ­ცი­ელ­და არას­რულ­წლოვ­ნე­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის პი­რა­დი პრო­ფი­ლე­ბის, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კი­სა და მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა. ამას­თან, მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში არა­ერ­თი სხვა კომ­პლექ­სუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა ჩა­ტარ­და.

სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებთ, დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ქარ­თულ ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში ე.წ. ონ­ლა­ინ­თა­მაშ "ლურ­ჯი ვე­შა­პის" არ­სე­ბო­ბის რე­ა­ლუ­რი ფაქ­ტი არ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლა" - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­ში.

ნანა ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი ყვე­ბა, რომ შვი­ლის თვით­მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ, ის სა­ფუძ­ვლი­ა­ნად გა­ეც­ნო თა­მაშ­თან და­კავ­ში­რე­ბით მომ­ზა­დე­ბულ უცხო­ურ მა­სა­ლას:

"ხში­რად ბავ­შვე­ბი შო­კი­რე­ბუ­ლე­ბი რჩე­ბი­ან, თუ სა­ი­დან იცი­ან თა­მა­შის ე.წ „კუ­რა­ტო­რებ­მა“ მათი დედ-მა­მიშ­ვი­ლე­ბის, მშობ­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი. ისი­ნი ეუბ­ნე­ბი­ან მო­ზარ­დებს, რომ მათ მუდ­მი­ვად უთ­ვალ­თვა­ლე­ბენ და მათ შე­სა­ხებ ყვე­ლა­ფე­რი იცი­ან. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ეს ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი მო­ზარ­დებ­მა თა­ვად­ვე მი­ა­წო­დეს "კუ­რა­ტო­რებს“ მრა­ვალ­სა­ა­თი­ა­ნი, „მე­გობ­რუ­ლი“ მი­მო­წე­რე­ბის დროს...

უნდა იცოდ­ნენ მო­ზარ­დებ­მა, რომ თუ დრო­უ­ლად გა­მო­ე­თი­შე­ბი­ან ამ თა­მაშს, მათ ვე­რა­ვინ ვე­რა­ფერს და­უ­შა­ვებს! და რაც მთა­ვა­რია, ონ­ლა­ინ­მე­გობ­რის ქმე­დე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი დის­კომ­ფორ­ტის შე­სა­ხებ, უნდა ისა­უბ­რონ გახ­სნი­ლად სა­კუ­თარ მშობ­ლებ­თან. მშობ­ლე­ბი კი თა­ვის მხრივ მუდ­მი­ვად ყუ­რა­დღე­ბით უნდა იყ­ვნენ და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში შე­უ­ზღუ­დონ შვი­ლებს ინ­ტერ­ნეტ­თან წვდო­მა, მი­მარ­თონ ფსი­ქო­ლო­გებს და ეცა­დონ დიდი დრო გა­ა­ტა­რონ შვი­ლებ­თან უშუ­ა­ლო კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში" - ამ­ბობს 13 წლის ელე­ნეს დედა.

ფსი­ქო­ლო­გე­ბის მო­საზ­რე­ბით, ტრა­გე­დი­ე­ბის პრე­ვენ­ცი­ის­თვის მშო­ბელ­სა და შვილს შო­რის გულ­წრფე­ლი სა­უ­ბა­რი სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა. მო­ზარ­დე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მშო­ბელს ეს­მო­დეს მათი გრძნო­ბე­ბი, აღი­ა­რებ­დნენ და არ გა­ნი­კი­თხავ­დნენ მათ. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ისი­ნი თავს მარ­ტოდ, და­უც­ვე­ლად გრძნო­ბენ, რის გა­მოც შე­საძ­ლოა დეპ­რე­სი­უ­ლი გან­წყო­ბაც გა­უჩ­ნდეთ, რაც ვი­თა­რე­ბას კი­დევ უფრო მწვა­ვეს და უმარ­თავს გახ­დის.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ით, მო­ზარ­დთან სა­უბ­რი­სას თავ­შე­კა­ვე­ბა და სიმ­ტკი­ცეა სა­ჭი­რო. ბავ­შვი უნდა გრძნობ­დეს, რომ მშო­ბელს სა­კი­თხი ანერ­ვი­უ­ლებს, მაგ­რამ იმავდრო­უ­ლად პა­ნი­კა­ში არ ვარ­დე­ბა.

ფსი­ქო­ლო­გე­ბი დარ­წმუ­ნე­ბულ­ნი არი­ან, რომ სუ­ი­ცი­დურ თა­მაშ­ში მო­ზარ­დთა ჩარ­თვა, უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბის დაგ­რო­ვე­ბის გამო ხდე­ბა, რო­გო­რი­ცაა: მშო­ბელ­თა მხრი­დან სიყ­ვა­რუ­ლის დე­ფი­ცი­ტი; ახ­ლობ­ლე­ბის მხრი­დან ყუ­რა­დღე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა ან მო­ზარ­დის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის პრობ­ლე­მა.

ფსი­ქო­ლო­გე­ბი მშობ­ლებს ურ­ჩე­ვენ, აქ­ტი­უ­რად იმუ­შა­ონ სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა­თა სწო­რი სის­ტე­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე ჯერ კი­დეც მუც­ლად­ყოფ­ნის პე­რი­ო­დი­დან. მთა­ვა­რია მო­ზარ­დე­ბის­თვის იმის ჩვე­ნე­ბა, რომ ცხოვ­რე­ბა ფა­სე­უ­ლია, რომ შე­იძ­ლე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბის­გან სი­ა­მოვ­ნე­ბის მი­ღე­ბა და რომ და­უძ­ლე­ვე­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი არ არ­სე­ბობს.

ambebi.ge


ნანახია: 342-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გან­ქორ­წი­ნე­ბის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი თბი­ლის­ში ფიქ­სირ­დე­ბა, შემ­დეგ კი იმე­რე­თის
პირ­ვე­ლი სექ­ტემ­ბრი­დან სეს­ხის გამ­ცე­მი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­თვის წე­სე­ბი იც­ვლე­ბა და სეს­ხის წლი­უ­რი ეფექ­ტუ­რი
დე­კა­ნო­ზი თა­მაზ ლო­მი­ძე მო­ზარ­დე­ბის სექ­სუ­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ წერს და შვი­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, პი­რად
ოფლი კა­ნის ზე­და­პი­რი­დან ორ­თქლდე­ბა და ორ­გა­ნიზმს აგ­რი­ლებს. კა­ნის სხვა­დას­ხვა უბა­ნი სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად

ამინდი