Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერი: ქუთაისში სასკოლო განათლება მაღალ დონეზეა

თარიღი : 1-03-2014, 13:56 | კატეგორია: საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში მოსწავლეთა 68-ე სასწავლო შემოქმედებითი კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციაში დაახლოებით 300-მდე მოსწავლე იღებს მონაწილეობას. ქუთაისში შერჩეული ნამუშევრები თბილისში, ეროვნულ კონფერენციაზე გაიგზავნება. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში მიმდინარე პროცესს დღეს ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია და კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი ლადო პატარიძე გაეცნენ.
„ქუთაისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში დაახლოებით 20 სექციაში მიდის მოსწავლეთა ნაშრომების შემოწმება. ქუთაისში სასკოლო განათლება მაღალ დონეზეა, რაც ეროვნულ გამოცდებსა და ამ კონფერენციებზე ჩანს. მომავალი თაობა ამ ქალაქის გადარჩენის წინაპირობაა,“ - ამბობს მურღულია.
მერმა დღესვე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ერთ ნაწილში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. სამსართულიანი შენობის მოწყობა, სადაც ვასაძის სასწავლებელი დაიდებს ბინას, ქალაქის ბიუჯეტს 40 000 ლარი უჯდება.


ნანახია: 2710-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს ახალი დირექტორი ჰყავს.
ღონისძიებას ქუთაისიდან მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე უერთდება.
ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით დაწყებული პროექტის მიზანს 'ვეფხისტყაოსნის' პოპულარიზაცია, სასწავლო
კონკურსებში ჩართვა ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს შეუძლიათ.

ამინდი