'რადგან ფული არაა, საცხოვრებელი პირობებიც აუტანელი გახდა და ვერ იკვებებიან,'-'ტორპედო'-ს ფეხბურთელები ვარჯიშზე უარს აცხადებენ
თარიღი : 9-10-2019, 16:15 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

„კლუბში და სამწვრთნელ ბაზაზე შექმნილი გაუსაძლისი პირობების გამო „ტორპედოს“ ფეხბურთელებმა ვარჯიში შეწყვიტეს,"-აღნიშნულ ინფორმაციას ქუთაისის „ტორპედოს“ ოფიციალური ფეისბუქ-გვერდი ავრცელებს.
ქუთაისის „ტორპედო“ ბიზნესმენის, ზაზა ჩაჩავას საკუთრებაში იყო, მაგრამ გუნდის წინაშე არსებული დავალიანების გამო, ქუთაისის მერიამ მასთან ხელშეკრულების გაწყვეტა და „ტორპედოს“ ჩამორთმევა გადაწყვიტა. ჩაჩავა ვალებს არ აღიარებს და ქუთაისის მერიასა და მას შორის სასამართლო დავა წამოიწყო.
თუმცა, ერთი თვე გავიდა, საკითხი კი არ გარკვეულა და შესაბამისად, „ტორპედოს“ პრობლემებიც ვერ მოგვარდა. ამასობაში, მოთამაშეებს სერიოზული პრობლემები შეექმნათ. ზაფხულში დამატებული 10 ფეხბურთელი ბაზაზე ცხოვრობდა, მაგრამ რადგან ფული არაა, საცხოვრებელი პირობებიც აუტანელი გახდა და ვერ იკვებებიან. ფეხბურთელები თამაშსა და ვარჯიშზე უარს ამის გამო აცხადებენ.