Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

დასუფთავების აქცია ქუთაისში

თარიღი : 1-03-2014, 13:12 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისში, ნიკეას ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა.

"ქუთსერვის ჯგუფის" 100-მდე თანამშრომელმა, ქალაქში დასუფთავების კვირეულის ფარგლებში ნიკეას მიმდებარე ტერიტორია, ეკა-ბარდების, პოლიეთინელის პარკებისა და ბოთლებისგან გაწმინდეს.
აქცის ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულიაც შეუერთდა.

"მისასალმებელია, რომ აღნიშნულმა სერვის ჯგუფმა ქუთაისში დასუფთავების აქცია გამართა. ქალაქის მერია მიესალმება ამ ინიციატივას და მინდა, რომ ქალაქის მერიის ხელშეწყობით მსგავს აქციებს სისტემატიური სახე მივცეთ,"- განაცხადა მერის მოვალეობის შემსრულებელმა შოთა მურღულიამ.

"ქუთსერვის ჯგუფის" ხელმძღვანელის გელა გაგუას თქმით, დასუფთავების კვირეულის ფარგლებში, იმ ქუჩებს დაასუფთავებენ, რომელთა დაგვა-დასუფთავებაც ტენდერის პირობების თანახმად არ ეკუთვნით.

"კვირეულის ფარგველში ჩვენი კომპანია დაასუფთავებს ნიკეას დასაწყისს, ავტოქარხანაში ბუკიას შესახვევს და ჯავახიშვილის ქუჩას, ვფიქრობთ მსგავსი სახის აქციებით მოსახლეობა კმაყოფილი დარჩება"- ამბობს გელა გაგუა.

დასუფთავების კვირეულს დადებითად აფასებს ქუთაისში მცხოვრებლები, ნიკეას დასახლებაში მცხოვრებთა თქმით, ტერიტორია, რომელიც "ქუთსერვის ჯგუფმა" დაასუფთავა წლების განმავლობაში არ დასუფთავებულა.


ნანახია: 2770-ჯერ

მსგავსი სიახლეები
1-ლი მარტიდან კვირეულის ფარგლებში იმ ქუჩებს დაასუფთავებენ, რომელთა დაგვა-დასუფთავებაც ტენდერის პირობების თანახმად არ ეკუთვნით.
„ქუთსერვის“ ჯგუფი მსგავსი ტიპის დასუფთავების აქციებს ქალაქის მასშტაბით სისტემატიურად მართავს.
ქუთაისში, ქალაქის მასშტაბით არსებული ძეგლებისა და მონუმენტების დასუფთავების აქცია დაიწყო.
დასუფთავების აქცია კამპანიის-'სუფთა ქვეყანა საერთო საქმეა'.
საქართველოს ყველა ქალაქში დასუფთავების აქცია იმ მიზეზით გაიმართა, რათა ადგილობრივ ხელისუფლებებში დასაქმებულებისთის საშუალება არ
ქუთაისში, ნიკეას ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა.

ამინდი