Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ჩვენ ვხატავთ ევროპას,'-ჭიათურაში 'ევროპის დღეები' აღნიშნეს

თარიღი : 6-10-2019, 19:04 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, კულტურის ცენტრში, კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის მიერ, ღონისძიება ,,ევროპული მემკვიდრეობის დღეები 2019 “ ჩატარდა.

ღონისძიების ფარგლებში, კონფერენცია- "ქართული ტრადიციული ფოლკლორი ევროპის ცივილიზაციაში" მოეწყო.

კონფერენციაზე, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერიისა და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს თანამშრომლები, ჭიათურის საჯარო სკოლების ისტორიის და ხელოვნების პედაგოგები ესწრებოდნენ, ქართულ ფოლკლორზე , ნაციონალურ ცეკვებზე და ეროვნულ სამოსზე ისაუბრეს.

პარალელურად, წარმოდგენილნი იყვნენ ეროვნულ სამოსში გამოწყობილი ახალგაზრდები. კულტურის ცენტრთან არსებულმა სამხატვრო სკოლის აღსაზრდელებმა კი, თემატურად - "ჩვენ ვხატავთ ევროპას " დახატეს.

ევროპის მემკვიდრეობის დღეებს „ევროპის კულტურული კონვენციის" ხელმომწერი 50 ქვეყანა ყოველწლიურად აღნიშნავს. ეს ინიციატივა 1991 წელს ევროპის საბჭოს მიერ დაფუძნდა.მისი მიზანია,ხელი შეუწყოს საერთო ევროპული ღირებულებებისა და მემკვიდრეობის შემეცნებასა და პოპულარიზაციას.


ნანახია: 554-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საქართველოს მასშტაბით, ჭიათურა პილოტურ სადემონსტრაციო ქალაქად შეირჩა.
კონფერენცია ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ და კულტურის მინისტრის მოადგილემ, ლევან ხარატიშვილმა გახსნეს.
25-28 სექტემბრის ჩათვლით ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ქალაქ გორლიცში 'კულტურული
ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივი პროექტის- 'თემის მიერ მართული ურბანული სტრატეგიები ისტორიულ ქალაქებში' (COMUS) ფარგლებში,

ამინდი