Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წყალტუბოში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მომუშავე მუშებმა საპროტესტო აქცია გამართეს

თარიღი : 1-03-2014, 12:39 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
წყალტუბოში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მომუშავე მუშებმა საპროტესტო აქცია გამართეს. კომპანია ,,აზერტუნელის" თანამშრომლებმა მძიმე სამუშაო პირობები და ხელმძღანელობის მხრიდან გულგრილ დამოკიდებულება გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეებს სამუშაო ტექნიკა გაჩერებული ჰყავთ, რის გამოც წყალტუბოში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დროებით შეჩერებულია.
გაფიცული თანამშრომლების განცხადებით, კომპანია ,,აზერტუნელის" ხელძღვანელობამ ისინი დროებითი ხელშეკრულების საფუძველზე აიყვანა. დაპირებული ხელფასები კი თანამშრომლებს ნაწილობრივ გადაუხადა.
,,უკვე მერამდენე თვეა ხელფასები ბოლომდე არ გვერიცხება. ამასთან მძიმე პირობებშიც გვიწევს მუშაობა. კომპანიის ხელმძღვანელობა გვაიძულებს გვიან ღამემდე ვიმუშაოთ. ხშირად სიცოცხლისთვის სახიფათო პირობებში ვართ, ყურადღებას არავინ გვაქცევს", –აცხადებენ აქციის მონაწილეები.
გაფიცულ თანამშრომლებს კომპანია ,,აზერტუნელის" წარმომადგენელი უკვე შეხვდა და აქციის მონაწილეებს პრობლემების დროულად მოგვარებას დაჰპირდნენ.


ნანახია: 1809-ჯერ

მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დასაქმებული მუშები კუთვნილ ხელფასებს ითხოვენ. მუშებმა დღეს აქცია გამართეს, სადაც
200-მდე ადამიანი დამსაქმებელი კომპანიის მხრიდან არასათანადო მოპყრობასა და ცუდ სამუშაო პირობებს აპროტესტებს.
ჩქაროსნული მაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის მშენებლობაზე დასაქმებულმა მუშებმა აქცია გამართეს და მაგისტრალი გადაკეტეს.
აქციის მონაწილეებს იმერეთის პროფკავშირებიც შეურთდა, მათ აქციის მონაწილეებს ქარხნული წყალი დაურიგეს.

ამინდი