სემეკის თავმჯდომარემ მისი 6 წლიანი საქმიანობა შეაჯამა
თარიღი : 27-08-2013, 18:09 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი ჟურნალისტებთან მის 6 წლიან საქმიანობას აჯამებს. მისი თქმით, სემეკმა მთელი ამ ხნის განმავლობაში არაერთ წარმატებას მიაღწია და ხელი შეუწყო ქვეყნის ენერგო და წყალმომარაგების სექტორის რეგულირების მექანიზმების შექმნას.
"მიუხედავად ჩვენი წარმატებისა, ხშირად ისმის კრიტიკა კომისიის საქმიანობის და მისი არაკომპენტენტურობის თაობაზე. უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის სტრატეგიის შესაბამისად, კომისიის თითოეული წევრის თუ თანამშრომლის გუნდური მუშაობის შედეგია რეაბილიტირებული ენერგო და წყალმომარაგების სექტორები, ლიბერალური, კონკურენტუნარიანი და გამჭვირვალე შეთავაზებები საზოგადოებისათვის. 30 აგვისტოს, უკვე ამ თანამდებობას სხვა გადაიბარებს, ხოლო მე სად განვაგრძობ საქმიანობას, ეგ ზუსტად ჯერ არ გადამიწყვეტია,"– ამბობს ჩალაგაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მოქმედი კანონმდებლობით სემეკის თავმჯდომარეს პრეზიდენტის ნაცვლად ახლა უკვე პრემიერი ნიშნავს, ხოლო დანიშვნამდე მის მოვალეობას სემეკის ერთ–ერთი წევრი შეასრულებს.